იმერეთის სამხარეო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს ახალი დირექტორი ჰყავს. ბესიკ ამირანაშვილი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა.
ამირანაშვილი იმერეთის სამხარეო სამმართველოს უფროსის თანამდებობას ერთხელ უკვე იკავებდა. დაკავებული თანამდებობიდან ის 2015 წლის მარტში გათავისუფლდა და მუშაობა აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსად გააგრძელა.
ამირანაშვილი 2008-2012 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდა.
აღნიშნულ პოსტზე ბესიკ ამირანაშვილმა ნუგზარ ქუთათელაძე შეცვალა.