ქუთაისს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი 'შეესია'-ფოტო
თარიღი : 17-11-2017, 16:21 | კატეგორია: სხვადასხვა

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე თავისუფლად გადაადგილდება. ქალაქში უმათვალყურეოდ მოძრავ პირუტყვზე ადმინისტრირებას ააიპ "სპეციალური სერვისები" ახორციელებს. ორგანიზაციამ არაერთხელ გააფრთხილა მოქალაქეები, რომ პირუტყვი ქუჩაში უმეთვალყურეოდ არ გამოვიდეს, მიუხედავად ამისა, ორგანიზაციის მიერ ცხოველების დაპატიმრების და ცხოველთა თავშესაფარში გადაყვანის პრაქტიკა კვლავ უცვლელია.