ქუთაისის 'ტორპედო' და საჩხერის 'ჩიხურა' ერთმანეთს საქართველოს თასის მოსაპოვებლად დაუპირისპირდებიან
თარიღი : 17-11-2017, 13:20 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

მიმდინარე წლის 2 დეკემბერს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის მოედანზე, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 28-ე გათამაშების ფინალი გაიმართება. ყიფიანის თასისთვის ერთმანეთს საჩხერის „ჩიხურა“ და ქუთაისის „ტორპედო“ დაუპირისპირდებიან.
ქუთაისის საფეხბურთო კლუბი თასის მოქმედი მფლობელია. „ტორპედო“ სულ სამჯერ იყო აღნიშნული თასის მფლობელი-199, 2001 და 2016 წლებში, ხოლო თასის ფინალში იყო ოთხჯერ-200, 2002, 2004 და 2011 წლებში. საჩხერის „ჩიხურა“ ორჯერ იყო თასის ფინალისტი-2013 და 2014 წლებში.
დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაზე „ტორპედო“ და „ჩიხურა“ ერთმანეთს პირველად შეხვდებიან. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, მესამე სეზონია, რაც თასის ფინალი თბილისის გარეთ, რეგიონში ტარდება. გასულ წლებში ფინალური შეხვედრები ქუთაისსა და ზესტაფონში გაიმართა. ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის მოედანზე, „ტორპედო“-მ ანგარიშით 2:1 დაამარცხა მარტვილის „მერანი“.