Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

შსს: ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა შემცირდა

თარიღი : 14-11-2017, 10:14 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
2017 წლის ათი თვის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ავტოსაგზაო შემთხვევები 14 %-ით, გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა 7 %-მდე, ხოლო დაშავებულების - 12 %-მდეა შემცირებული. აღნიშნულ სტატისტიკას შს სამინისტრო აქვეყნებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობის, მათ შორის, ავტოავარიების შედეგად გარდაცვლილებისა და დაშავებულების სტატისტიკური მონაცემების ანალიზი ჩაატარა. როგორც უწყებაში აცხადებენ, ავტოსაგზაო შემთხვევების მაჩვენებლების კლება ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად დაფიქსირდა.

”შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს საავტომობილო გზებზე ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირებისა და პრევენციის მიზნით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მრავალკომპონენტიან, გრძელვადიან პროგრამას აგრძელებს, რომელიც ტექნოლოგიურ რეფორმას, საკანონმდებლო ცვლილებებსა და სოციალურ კამპანიას მოიცავს. პროგრამის ფარგლებში, 2017 წლის 1-ელი ივლისიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა ცვლილებები, ამოქმედდა ე.წ. ქულათა სისტემა და უკონტაქტო პატრულირება. მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან კი ფუნქციონირება დაიწყო ე.წ. ჭკვიანმა კამერებმა და ძალაში შევიდა ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი. შსს-ს მონაცემებით, ავტოსაგზაო შემთხვევების მაჩვენებლების კლება ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად დაფიქსირდა”, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


ნანახია: 1207-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქალაქის მასშტაბით, ბოლო ორი დღის განმავლობაში რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, სადაც ავარიის გამომწვევი მიზეზი მოყინული გზა იყო.
შსს-ს ოფიციალური სტატისტიკით, გასულ წელს საქართველოში 6432 რეგისტრირებული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის და ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობის შემცირების მიზნით, გასულ
2018 წელს 6 452 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის გამოც, 459 ადამიანი დაიღუპა, 9 047 კი დაშავდა
ამავე სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის 6 თვეში ქვეყანაში სულ 3 090 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, აქედან 2 662 მხოლოდ აპრილი-ივნისის
12 იანვარს, საღამოს ხაშურის რაიონის სოფელ ალთან კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელიც უმძიმესი შედეგით დასრულდა -

ამინდი