გიორგი ჭიღვარია: მე ვიღებ პასუხისმგებლობას ვიყო ყველა თქვენგანის მერი

ქუთაისის N59 საოლქო საარჩევნო კომისიის წინასწარი ინფორმაციით, "ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა ხმების 88% მიიღო.
"ჩვენ გავიმარჯვეთ! ძალიან დიდი მადლობა თითოეულ ჩემს თანაქალაქელს ნდობისა და მხარდაჭერისთვის. მე ვიღებ პასუხისმგებლობას ვიყო ყველა თქვენგანის მერი. ერთად ვემსახუროთ ჩვენს ქალაქს იმისთვის, რომ ქუთაისმა ღირსეული ადგილი დაიჭიროს ქვეყნის განვითარების ახალ ეტაპზე და იყოს ძლიერი ქალაქი ძლიერი საქართველოსთვის. გპირდებით, რომ მომდევნო 4 წელი იქნება წარმატებული. ჩვენი აქტივი ჩვენს გვერდით დგას ბოლომდე და ამისათვის ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ. ბევრი საქმე გვაქვს წინ, ბევრი გეგმები გვაქვს და ამის შესახებ ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ. ვაგრძელებთ ბრძოლას ქუთაისის გაძლიერებისათვის," - აცხადებს გიორგი ჭიღვარია.