„ტორპედოს “ მხარდამჭერი აქცია ქუთაისში
თარიღი : 30-12-2013, 13:42 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისის საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ მხარდამჭერებმა, ქალაქის მერიის წინ, კლუბ „ტორპედოს“ მხარდასაჭერი აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეების თქმით, "ვისოლმა" სეზონის ბოლომდე უნდა გააგრძელოს დაფინანსება, რადგან ახალი ინვესტორის დაინტერესების შემთხვევაშიც, კლუბის გადაფორმება და ინვესტიციის განხორციელება დროში გაიწელება.
"ახალი ინვესტორიც, რომ გამოჩნდეს თვენახევარი მაინც დააგვიანდება, ვიდრე ყველანარი დოკუმენტაცია მოწესრიგდება. ამიტომ ვთხოვთ "ვისოლს", სეზონის ბოლომდე გააგრძელოს დაფინანსება. სწორედ ამ მოთხოვნით ვმართავთ ქალაქის ცენტრში "ტორპედოს" მხარდამჭერ აქციას, რათა "ტორპედოს" ვაგრძნობიოთ, რომ ჩვენ მას გვერდით ვუდგავართ", - განაცხადა ლევან დანელიამ.
შეგახსენებთ, რომ კომპანია "ვისოლმა" საფეხბურთო კლუბი "ტორპედო" 2010 წელს ჩაიბარა და რამდენიმე დღის წინ, მათი კლუბის დატოვების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.