Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთის გუბერნატორი ხარაგაულში არსებულ პრობლემებს გაეცნო

თარიღი : 30-12-2013, 10:46 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ხარაგულში კინოთეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა და რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნოდარ ებანოიძემ დაათვალიერეს. კინოთეატრის რეაბილიციის პროექტს რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს. პროექტის ღირებულება 500 ათასი ლარია და სამუშაოებზე 50 ადგილობრივია დასაქმებული. რეაბილიტაცია მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყო და 2014 წლის თებერვალში დასრულდება.
დღესვე გუბერნატორმა მდინარე ჯიხველას ნაპირსამაგრი სამუშაოები დაათვალიერა. პროექტი, რომელიც რეგიონული განვითარების ფონდიდან 300 ათასი ლარით ფინანსდება, მდინარის ადიდების შემთხვევაში დატბორვისგან 50 ოჯახს დაიცავს.
გუბერნატორმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ხარაგაულში მშენებარე საკათედრო ტაძარიც დაათვალიერა.
ინფრასტრუქტურული პროექტების მონახულების შემდეგ გუბერნატორი ღვაწლმოსილ პედაგოგებს შეხვდა. მოგვიანებით კი სოფელ ფარცხალში საახალწლო ნობათი და ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 ლარი უხუცეს ქალბატონს და დამსახურებულ პედაგოგს ოჯახებში მიუტანა.


ნანახია: 2490-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ზაზა მეფარიშვილმა ხარაგაულის რაიონში №1 საბავშვო ბაღში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
სოფელში 30 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელსაც რეგიონული განვითარების ფონდი 119 000 ლარით
იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა რაიონებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის მეორე ეტაპი ხარაგაულის
შეხვდა. სოფელში მცხოვრებ 38 ოჯახს გუბერნატორმა საახალწლო ნობათი გადასცა და მათი პრობლემები მოისმინა.
იმერეთის გუბერნატორმა ხარაგაულში შესრულებული სამუშაოები ჩაიბარა.
გუბერნატორმა აღნიშნული მიზნით სამუშაო შეხვედრები ტყიბულისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში გამართა.

ამინდი