Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მესხიშვილის თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი 'საპატიო ქუთაისელი' გახდა

თარიღი : 9-11-2017, 11:39 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ მესხიშვილის თეატრის ყოფილ სამხატვრო ხელმძღვანელს, გიორგი სიხარულიძეს ქუთაისში 11 წლიანი, ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის საპატიო ქუთაისელის წოდება მიანიჭა. თერჯოლის მუნიციპალიტეტის ინიციატივით კი გიორგი სიხარულიძეს დავით კლდიაშვილის მედალი გადაეცა.

გიორგი სიხარულიძის ქუთაისში მოღვაწეობის დროს, 2007 წლიდან 2017 წლამდე მესხიშვილის თეატრში მოეწყო მცირე სცენა, ლიტერატურული სალონი, დასს შეემატა 12 ახალგაზრდა მსახიობი, დაიდგა 47 სპექტაკლი, ათეულობით ბენეფისი და იუბილე. გიორგი სიხარულიძის სამხატვრო ხელმძღვანელობის დროს ქუთაისის თეატრში სპექტაკლი დადგა 18-მა მოწვეულმა რეჟისორმა. თეატრის ბიუჯეტი 250 ათასი ლარიდან 1 მლნ 55 ათას ლარამდე გაიზარდა.

გიორგი სიხარულიძის რეჟისურით და ხელმძღვანელობით, გაკეთდა ქუთაისის მთავარი დღესასწაულის-"გვირილობის“ ახალი და მასშტაბური ფორმატი, რომელიც დღემდე ქალაქის სავიზიტო ბარათია.

გიორგი სიხარულიძე 2017 წლიდან მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია.


ნანახია: 2447-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თეატრის კრიტიკოსებისაგან შემდგარმა სარეკომენდაციო ჯგუფმა, 26 თეატრის 28 განაცხადიდან, მხოლოდ 6 თეატრის 6 სპექტაკლი შეარჩია.
კოტე აბაშიძემ თავისი სიტყვა მისალმებით დაიწყო, თუმცა ქუთაისის ნაცვლად, დედაქალაქს მიესალმა.
ქეთი დოლიძე ამ პოსტზე გიორგი სიხარულიძემ ჩაანაცვლა.
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე განაცხადი ექვსმა კანდიდატმა შეიტანა.

ამინდი