ჭიათურის სოფელში აღმოჩენილ მღვიმეს სლოვაკეთის საელჩოს პატივსაცემად სლოვაკეთის მღვიმე ეწოდა
თარიღი : 9-11-2017, 00:15 | კატეგორია: ახალი ამბები

"სასმელი წყლების დაბინძურებისაგან დაცვის ღონისძიებები,"-ასეთია იმ პროექტის სახელწოდება, რომელიცსაქართველოში სლოვაკეთის საელჩომ დააფინანსა. პროექტის ფარგლებში, საქართველოს სპელეოლოგთა კლუბმა საინტერესო სამუშაოები ჩაატარა ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. დასუფთავდა მოსახლეობის მიერ ნაგავსაყრელებად გამოყენებული კარსტული ფორმები (ძაბრები, ჭები, მღვიმეები). მოეწყო ბანერები შესაბამისი გამაფრთხილებელი წარწერით. ზოგიერთ სოფელში (ითხვისი, მანდაეთი, სვერი, ზოდი, მღვიმევი) განთავსდა ნაგვის ყუთები.
"ამით საფუძველი დაედო ჭიათურის სასმელი წყლების დაბინძურებისგან დაცვას და ამავდროულად რეგიონის ტურისტული პოტენციალის გაზრდას. ამავე პროექტის ფარგლებში განხორციელებული საველე კვლევითი სამუშაოების დროს მიკვლეულ და შესწავლილ იქნა მანამდე უცნობი კარსტული მღვიმეები: სოფ. სვერის მიდამოებში დათას ჭა (მღვიმე), რომლის სიგრძრემ ერთ კილომეტრს გადააჭარბა (მღვიმე საბოლოოდ არ არის შესწავლილი) და სოფ. ზოდის მიდამოებში კარსტული მღვიმე, რომელსაც სლოვაკეთის საელჩოს პატივსაცემად სლოვაკეთის მღვიმე ეწოდა," - ამბობს გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი გიორგი დვალაშვილი.