Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთის გუბერნატორი ჩეხეთში ბიზნესმენებს შეხვდა

თარიღი : 8-11-2017, 10:55 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის გუბერნატორის ოფიციალური ვიზიტი ჩეხეთში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში გივი ჭიჭინაძე, მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი და ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ გოგსაძე ზლინის რეგიონის გუბერნატორს ირჟი ჩენეკის შეხვდნენ. მხარეები შეხვედრაზე ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურის, განათლებისა და სხვა სფეროში არსებულ მდგომარეობას გაეცნენ და სამომავლო ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს. შეხვედრას საქართველოს სრულუფლებიან ელჩი ჩეხეთში ზაზა გოგსაძეც ესწრებოდა.

ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაცია ქალაქ ზლინში, რეგიონის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრებსა და ბიზნესმენებს შეხვდნენ. იმერეთში და კერძოდ, ბაღდათის ტურისტული პოტენციალის გაცნობის შემდეგ კურორტ ლუჰაჩოვიცესის წარმომადგენლებმა გამოთქვეს სურვილი ტურისტული კუთხით სამომავლო ურთიერთთანამშრომლობაზე დაიგეგმონ და ერთობლივად სხვადასხვა პროექტები განახორციელონ.

იმერეთის გუბერნატორის გივი ჭიჭინაძის ხელმძღვანელობით ქართული დელეგაციის წევრებმა რამდენიმე საწარმო დაათვალიერეს, მათ შორის იყვნენ ჩეხური იარაღის ,,ჩეზეს“ საწარმოში.

ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა ზლინის რეგიონის ხელმძღვანელობის ოფიციალური ვიზიტი იმერეთში.


ნანახია: 1320-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციამ ლატვიის მხრიდან მიწვევაც მიიღო. ვიზიტი უახლოეს მომავალში განხორციელდება.
ქართული დელეგაციის წევრები აქტიურად მართავენ შეხვედრებს, როგორც სახელმწიფო უწყებებთან ასევე, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან.
გამოფენაში მონაწილეობას 180 ქვეყანა იღებს და 5 დღის განმავლობაში დაახლოებით 160 000 ვიზიტორს ელოდებიან.
მხარეებმა ორ ქალაქს შორის სამომავლო ურთიერთთანამშრომლობასა და იმ პროექტებზე ისაუბრეს, რომლებიც უახლოეს პერიოდში უნდა
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში სლოვაკეთიდან ჩამოსულ დელეგაციას უმასპინძლეს
ვიზიტის ფარგლებში, იმერეთის გუბერნიის დელეგაციამ ლომბარდიის რეგიონის გუბერნატორთან რობერტო მარონთან ოფიციალური შეხვედრა გამართა.

ამინდი