Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, საზოგადოებრივი კვების ობიექტში ექსკურსიაზე მყოფი ბავშვები მოიწამლნენ

თარიღი : 7-11-2017, 11:30 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამართალდამცავი ორგანოებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მოსწავლეთა ჯგუფურ ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო.

როგორც სააგენტო იუწყება, იმერეთში ექსკურსიაზე მყოფი შუახევის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეები ინტოქსიკაციის ნიშნებით 4 ნოემბერს ქუთაისის ჯანდაცვის დაწესებულებაში გადაიყვანეს.

”როგორც მოზარდებმა და მათმა თანხმლებმა პირებმა განმარტეს, მათ ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ი/მ „ოთარ სინაურიძის“ კუთვნილ საზოგადოებრივი კვების ობიექტში ივახშმეს, რის შემდეგაც აღენიშნათ ინტოქსიკაციის სიმპტომები.

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოს სპეციალისტებმა კვების ობიექტში იმავე დღეს ჩაატარეს არაგეგმური ინსპექტირება, გამოვლინდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც ობიექტს შეუჩერდა საწარმოო პროცესი და ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა. ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია ნიმუშები.

საზოგადოებრივი კვების ობიექტი საწარმოო პროცესის განახლებას კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობების გამოსწორების და მიცემული რეკომენდაციების გათვალისწინების შემდეგ შეძლებს”, - აცხადებენ სააგენტოში.


ნანახია: 1201-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა 11 ბიზნესოპერატორს: 3 სასაკლაოს, 4 ხორცის საბითუმო სარეალიზაიციო ობიექტს,
მიმდინარე თვის განმავლობაში, აღნიშნულ ობიექტებში შემოწმება მეორედ ტარდება. პირველ ეტაპზე ინსპექტირება განხორციელდა 31 ობიექტში,
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 313 საბავშვო ბაღის კვების ბლოკი და 54 სკოლის ბუფეტი შემოწმდა.
ანტისანიტარია და მოუწესრიგებელი გარემო კვების ობიექტებისათვის ნომერ პირველი პრობლემაა.
სააგენტო ხორცის სახეობრივ კვლევას 2017 წლის მარტიდან ატარებს.

ამინდი