Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სოფლების შეჯიბრი მინი ფეხბურთში, იმერული სამზარეულო და კონცერტი-თერჯოლაში ღვინის ფესტივალი გაიმართა

თარიღი : 6-11-2017, 17:09 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
თერჯოლის მუნიციპალიტეტში, ქალაქის ცენტრალურ სკვერში „ღვინის ფესტივალი 2017" გაიმართა. ფესტივალი მინი ფეხბურთში სოფლებს შორის გამარჯვებული გუნდების ფინალური შეხვედრით დაიწყო. დაძაბულ მატჩში, სადაც ერთმანეთს ღვანკითისა და ძევრის გუნდები ხვდებოდნენ, ღვანკითის გუნდმა ანგარიშით 3:0 გაიმარჯვა. გამარჯვებულ გუნდს გადაეცა თასი, სიგელები და ფულადი პრიზი. ფულადი პრიზით დაჯილდოვდა აგრეთვე მე-2 ადგილზე გასული ძევრის გუნდი.

ფესტივალი უკვე ტრადიციად იქცა და წელს მეხუთედ გაიმართა. მუნიციპალიტეტის 19 ადმინისტრაციულ ერთეულს იმერული ეზო, იმერული სამზარეულო, სხვადასხვა ჯიშის ვაზისგან დაყენებული ღვინოების ჰქონდა წარმოდგენილი. სკვერში, სპეციალურად მოწყობილ სცენაზე ჩატარდა კონცერტი, რომელშიც უნიციპალიტეტის მხატვრული კოლექტივები: ფოლკლორული ანსამბლი „იმერეთი“, ვაჟთა ვოკალური ჯგუფი „მასპინძელო“, ქორეოგრაფიული ანსამბლი „იმერეთი“, ქალთა ანსამბლი „იამე“ მონაწილეობდნენ. ფესტივალს თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი გურამ თურქაძე უძღვებოდა.
http://www.picz.ge/img/s3/1711/6/0/01e2bb8795fd.jpg
ღვინის ფესტივალში გამარჯვებულები სპეციალურად შერჩეულმა ჟიურიმ 6 ნომინაციაში გამოავლინა:

1.საუკეთესო ციცქა - მეღვინეობა „საზანო“
2.საუკეთესო შერეული ღვინო - სოფ. ღვანკითი, მამუკა აბულაძე"
3.საუკეთესო წითელი ღვინო - სოფ. თუზი, მალხაზ მეფარიძე
4.საუკეთესო ჭურის ღვინო - სოფ. ახალთერჯოლა, გურული ლაშა
5.საუკეთესო განსხვავებული ჯიშები - სოფ. სიქთარვა, გოჩა მემანიშვილი
6.საუკეთესო ცოლიკაური - სოფ. ზედა სიმონეთი, არჩილ აბჟანდაძე
გამარჯვებულებს გადაეცათ სიგელები და სპეციალურად დაწესებული პრიზები.

ფესტივალზე, რომელიც თერჯოლელი მევენახის პროდუქტის პოპულარიზაციას ემსახურება, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
NS


ნანახია: 2638-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თერჯოლაში გამართულ ღონისძიებებს იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად დაესწრო.
მუნიციპალიტეტში დაგეგმილ ღონისძიებებს მხარისა და მუნიციპალიტეტის პირველი პირები ესწრებოდნენ.
ფესტივალის მიზანია იმერული ღვინის, საოჯახო მარნების პოპულარიზაცია.
გამოფენაში მუნიციპალიტეტის 19-მა თემმა მიიღო მონაწილეობა და 7 სახის იმერული ღვინო წარმოადგინა.

ამინდი