ქუთაისის ახალი მოწვევის საკრებულო მუშაობას მერის არჩევის შემდეგ შეუდგება

ქუთაისის საკრებულოს 25 დეპუტატს მანდატები გადაეცათ. დეპუტატებს მანდატები ქალაქის 59-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარემ ავთანდილ ოსეფაიშვილმა გადასცა.
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ მომავალი საკრებულოს საქმიანობა გაცილებით წარმატებული იქნება.
მანდატების გადაცემას 22 დეპუტატი ესწრებოდა.
მეექვსე მოწმვევის საკრებულოში ათივე მაჟორიტარი დეპუტატი "ქართულ ოცნებას" წარმოადგენს.
მმართველ პარტიას ასევე 9 პროპორციული სიით გაყვანილი დეპუტატი ყავს.
საკრებულოში 4 წევრით შევიდა "ნაციონალური მოძრაობა", "ევროპული საქართველო" კი 2 წევრით არის წარმოდგენილი.
საკრებულოში საერთო ჯამში ხუთი ქალია წარმოდგენილი- 4 "ქართული ოცნებიდან, და 1 "ევროპული საქართველოდან". "ქართული ოცნებიდან" საკრებულოს წევრი მაია სიმონიძე, მარეხი ნიჟარაძე, ელეონორა არჩაია, "ევროპული საქართველოდან" საკრებულოს წევრი ნანა ქუმელაშვილი გახდა.
მეექვსე მოწვევის საკრებულო მუშაობას ახალი მერის არჩევის შემდეგ შეუდგება.