ქუთაისის საპატრულო პოლიციას ახალ მანქანებს მინისტრი გადასცემს
თარიღი : 23-08-2013, 07:45 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისში დღეს შინაგან საქმეთა მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ელოდებიან. ღარიბაშვილი ქალაქის საპატრულო პოლიციისათვის ახალი მანქანებისა და ფორმების გადასაცემაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც დღის სამის ნახევრისათვის იგეგმება. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ამ წუთებში მინისტრის დასახვედრად მზადება მიმდინარეობს. აღნიშნული ღონისძიების გათვალისწინებით, ცენტრალურ მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია. ცნობისთვის, ქუთაისში ჩამოსვლამდე ღარიბაშვილი ზესტაფონში, პოლიციის ახალ შენობას გახსნის.