Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'სახანძროს მანქანიდან წყალი იქცევა, მეხანძრეები თვითონ შაყირობენ თავის მანქანებზე,'- იმერეთში სამაშველო სამსახურების მანქანები შველას თავად საჭიროებს

თარიღი : 6-11-2017, 14:17 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის რეგიონში სახანძრო-სამაშველო სამსახურების ავტოპარკის რთულ მდგომარეობაზე საუბრობენ. როგორც ირკვევა, ექსტრემალური პროფესიის მქონე მეხანძრე-მაშველებს ავტოპარკის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, მუშაობა კიდევ უფრო ექტრემალურ პირობებში უწევთ.

„თავისუფალი საქართელოს“ ხარაგაულის ორგანიზაციის წარმომადგენელი გია ყრუაშვილი ამბობს, რომ სამაშველო სამსახურის მწყობრიდან გამოსული ავტომობილების მიზეზით, ხარაგაულში ხანძარს საცხოვრებელი სახლები ემსხვერპლა.

„ერთი სახლი მანახონ, რომელიც მაგ მანქანებმა გადაარჩინეს. კიდევ მაგარი ბიჭები მუშაობენ სახანძროში. მეხანძრეები თვითონ შაყირობენ თავის მანქანებზე. შიშველი ხელებით რა ქნან მეხანძრეებმა, როდესაც სახანძრო მანქანიდან წყალი იქცევა და ვიდრე მანქანა შემთხვევის ადგილას მივა, სახლი უკვე დამწვარია. ასე დაიწვა ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი სოფელ ლეღვანში. ბრეჟნევის დროინდელი მანქანები ჰყავთ და აუცილებლად უნდა შეიცვალოს,“ - ამბობს გია ყრუაშვილი.

სამაშველო სამსახურის მანქანები შეცვლას საჭიროებს ბაღდათის მუნიციპალიტეტშიც.

"კომუნისტების დროინდელი მანქანებია. კომუნისტები აღარ არიან 25 წელია და მანამ ნაყიდი მანქანები რა იქნება. თანამშრომლები კარგები და გამოცდილები არიან, თუმცა ტექნიკა აქვთ ცუდი. უკეთესი იქნება, მანქანები შეიცვალოს," - ამბობს ბაღდათის საკრებულოს წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" გია რობაქიძე.

რას აპირებს შსს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო და მოხდება თუ არა რეგიონში ახალი სახანძრო მანქანების შემოყვანა, აღნიშნულთან დაკავშირებით Topnews.com.ge სააგენტოს ოფიციალურ კომენტარს ელოდება.


ნანახია: 1857-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აღნიშნულის შესახებ იმერეთის ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან აცნობეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა შალვა ხუციშვილმა რეგიონების სახანძრო-სამაშველო ძალების
როგორც სამსახურის პრესცენტრში აცხადებენ, მას შემდეგ რაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დამოუკიდებელი გახდა, შეიმუშავეს
ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა, როლმებიც ცეცხლის ლიკვიდირებას ცდილობდნენ.
ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე ქუთაისის მერიის სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლების გასვლა გახდა საჭირო, რადგან ხანძრის
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსხურის მისვლისას სამაშველო ღონისძიებების განხორციელება დაგვიანებული აღმოჩნდა.

ამინდი