Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისელმა ექიმებმა თვითმფრინავში ცუდად გამხდარი უცხოეთის მოქალაქე გაადარჩინეს

თარიღი : 4-11-2017, 17:53 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
რუმინეთის მოქალაქე ვერონიკა გორკოდელი დუბაიდან რუმინეთში ბრუნდებოდა, როდესაც ქალბატონი თვითმფრინავში ცუდად გახდა. შექმნილი მდგომარეობის გამო, თვითმფრინავი, რომელშიც ქალბატონი იმყოფებოდა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა. მძიმე მდგომარეობაში მყოფი უცხოეთის მოქალაქე სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა კლინიკა „ბომონდში“ გადმოიყვანა.

„ქალბატონს აღენიშნებოდა გულის უკმარისობა მოციმციმე არითმიის ფონზე, სუნთქვა უძნელდებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ პაციენტი ასაკოვანია, 86 წლის არის. სამედიცინო კუთხით მას გაეწია ყველა საჭირო პროცედურა. უცხოელ პაციენტთან თბილი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა სამედიცინო პერსონალსაც. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია,“ - ამბობს კლინიკა „ბომონდი“-ს ანესთეზიისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილების უფროსი ზურაბ აბულაძე.

რაც შეეხება პაციენტს, ვერონიკა გორკოდელი ამბობს, რომ კლინიკის და მისი სამედიცინო პერსონალის მადლობელია და ამ ეტაპზე ერთადერთი სურვილი აქვს: დროულად დაბრუნდეს საკუთარ ქვეყანაში.


ნანახია: 3588-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკის სასწრაფო და გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში უგონო მდგომარეობაში მყოფი, 82 წლის
'ემიგრაციის საერთაშორისა ცენტრისა' და ქუთაისის დიმიტრი ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის ცენტრის ექიმების მიერ იტალიაში
თითოეული კლინიკის რეანიმაციული განყოფილება ის ადგილია, სადაც სიცოცხლისთვის ბრძოლა განსაკუთრებით შესამჩნევია.
როგორც ცნობილია, ბავშვების დედამ გონების დაკარგვამდე მეზობლისთვის კარზე დაკაკუნება და დახმარების თხოვნა მოასწრო.

ამინდი