Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გიორგი ჭიღვარია: არჩევნების მე-2 ტურიც ისევე ღირსეულად და დემოკრატიულად უნდა ჩავატაროთ, როგორც პირველი

თარიღი : 4-11-2017, 11:43 | კატეგორია: ახალი ამბები, არჩევნები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"მეორე ტური იქნება კიდევ ერთი გამოცდა ,,ქართული ოცნებისა" და ჩვენი გუნდის, თუ რამდენად სამართლიან და ღირსეულ არჩევნებს ჩავატარებთ,"-ამის შესახებ ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ სპორტის სასახლეში შეკრებილ ამომრჩეველს მიმართა. მან აქვე მადლობა გადაუხადა ყველას მხარდაჭერისა და ნდობისთვის.

მერობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ მეორე ტური მნიშვნელოვანი ეტაპია, რომელიც ისევე ღირსეულად უნდა ჩაატაროს პარტიამ, როგორც პირველი ტური.

",მადლობა მინდა გითხრათ გაწეული სამსახურისთვის. თქვენი დიდი დამსახურებაა ის შედეგი, რომელიც ჩვენ 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დავდეთ და დამაჯერებელი შედეგით შევდივართ საკრებულოში. მეორე ტური სხვა ეტაპია და ჩვენ ეს ტურიც ისევე ღირსეულად უნდა გადავლახოთ და ჩავატაროთ, როგორც პირველი. ქუთაისს ეყოლება ახალი მერი და ხელისუფლება, რომელიც იზრუნებს ხალხზე და მოქალაქეებზე. ჩვენ რეალურად შეგვწევს ძალა და გაგვაჩნია ბერკეტი, რომ ქუთაისი ვაქციოთ მომავლის ქალაქად. ქალაქად, რომელიც თავის ღირსეულ სიტყვას იტყვის ქვეყნის განვითარების ახალ საფეხურზე,"-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ ამომრჩეველთან შეხვედრისას.

შეგახსენებთ, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ უარი თქვა მეორე ტურში მონაწილეობაზე, თუმცა საარჩევნო კანონმდებლობის თანახად, მისი კანდიდატურა არ იხსნება ბიულეტენიდან. ქუთაისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მე-2 ტური 12 ნოემბერს გაიმართება.

R


ნანახია: 4311-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გიორგი ჭიღვარიამ ამომრჩეველს 12 ნოემბერს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა და განმარტა, რომ მეორე ტური დემოკრატიულ, სამართლიან
მიუხედავად იმისა, რომ 'ნაციონალური მოძრაობის' პოლიტსაბჭომ მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ოფიციალურად ამის შესახებ
პარტია 'ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს' ქუთაისის მერობის კანდიდატი გიორგი ჭიღვარია მმართველ გუნდსა და ამომრჩეველს
წულაიას თქმით, მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ დროებით პოლიტიკური შესვენება აიღოს.
ქუთაისის N59-მა საოლქო საარჩევნო კომისიამ ქალაქში გახსნილი ყველა საარჩევნო უბნის შედეგი დაითვალა.

ამინდი