თერჯოლაში ღვინის ფესტივალი გაიმართება
თარიღი : 2-11-2017, 22:15 | კატეგორია: ახალი ამბები, ანონსი

თერჯოლა ღვინის ფესტივალს უმასპინძლებს. ღონისძიება კვირას, 5 ნოემბერს გაიმართება. ღვინის ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი ტრადიციული იმერული სტუმართმასპინძლობით.
"ასევე, წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სახეობის ღვინო საოჯახო მარნიდან. გამოვლინდებიან საუკეთესო მეღვინეები სხვადასხვა ნომინაციებში. ღონისძიებას გააფორმებს ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები. ფესტივალის მიზანია იმერული ღვინის, საოჯახო მარნების პოპულარიზაცია," - აცხადებენ თერჯოლის ტურიზმის ცენტრში.