Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მოსალოდნელია თუ არა საქართველოში ანომალურად ცივი ზამთარი?

თარიღი : 2-11-2017, 13:36 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
გარემოს ეროვნული სააგენტოს განმარტებით, ამ ეტაპზე არანაირი საფუძველი არ არსებობს მომავალი ზამთრის ანომალურობის შესახებ ინფორმაციის დასადასტურებლად.

ასე ეხმაურება სააგენტო გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოში ანომალიურად ცივი ზამთარია მოსალოდნელი.

"ბოლო პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელი ანომალურად ცივი ზამთრის შესახებ. ამინდის პროგნოზის მსოფლიოს მოწინავე ცენტრები ამინდის გრძელვადიან, ე.წ. სეზონურ პროგნოზებს ამზადებენ და ავრცელებენ საპროგნოზო სეზონის დადგომამდე 10-15 დღით ადრე. ამ ტიპის პროგნოზების შესადგენად გამოიყენება როგორც რიცხვითი, ასევე ანალოგის მეთოდები. ევროპის და დასავლეთ აზიის რეგიონებში არსებული ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის სეზონური პროგნოზები დგება ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიის და ამერიკის პროგნოსტიკული ცენტრების მოდელების საფუძველზე.

ამ ეტაპზე არანაირი საფუძველი არ არსებობს მომავალი ზამთრის ანომალურობის შესახებ ინფორმაციის დასადასტურებლად. სხვადასხვა წყაროებით გავრცელებული პროგნოზი შესაძლოა მხოლოდ ცალკეულ მეცნიერთა ვარაუდს წარმოადგენდეს, შესაბამისად, მათი ოფიციალურ წყაროდ გამოყენება შეუძლებელია.

მიმდინარე წლის 20-23 ნოემბერს ხორვატიაში ამინდის გრძელვადიანი პროგნოზის ფორუმი გაიმართება, რომელშიც გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელიც მიიღებს მონაწილეობას. ამ ფორუმზე მომზადდება 2017-2018 წლის ზამთრის სეზონში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი. საქართველოში ზამთრის პერიოდში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ფორუმზე მიღებული ინფორმაცია განთავსდება გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე (nea.gov.ge) და გავრცელდება მასმედიის საშუალებებით. საზოგადოებას შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიერ გავრცელებული ამინდის მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროგნოზებით", - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

ambebi.ge


ნანახია: 2076-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საქართველოს ტერიტორიაზე 2017-2018 წლების ზამთრის სეზონის ამინდის პროგნოზს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
გარემოს ეროვნული სააგენტო 22 – 28 მაისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსების პროგნოზი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსების პროგნოზი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსების პროგნოზი.
ამინდის პროგნოზი უახლოესი დღეებისათვის.
პარლამენტში ფიზიკური და სიტყვერი დაპირისპირება მოხდა.
წყალტუბოს სოფელ ქვედა მაღლაკში ნუცუბიძეების მრავალშვილიანი ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. ოჯახი, სადაც 9 ბავშვი იზრდება, თავს ორ ოთახს აფარებს.

ამინდი