Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერიამ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი დააკავა

თარიღი : 2-11-2017, 13:10 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიამ ნიკეას ქუჩაზე მოწყობილ უსაფრთხოების კუნძულზე მობალახე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი დააკავა. დაკავებული პირუტყვი მერიის ააიპ "სპეციალური სერვისების" თანამშრომლებმა ცხოველთა თავშესაფარში გადაიყვანეს. პირუტყვის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც მობალახე პირტუყვის ფოტო სოციალურ ქსელში განხილვის საგანი გახდა.

"დასუფთავების სამსახური პატრულირებას ახდენს ქალაქის მასშტაბით. მსგავსი ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში ხდება რეაგირება, თუმცა თუ მოსახლეობა დააფიქსირებს მსგავს ფაქტს, ჩვენ გვაქვს ცხელი ხაზი და შეუძლიათ მოგვმართონ,"-აცხადებენ "სპეციალურ სერვისებში".

კომპანიის ცხელი ხაზის ნომერია: (0431) 26 57 36.

"სპეციალური სერვისების" მიერ დაკავებული პირუტყვის გათავისუფლება მეპატრონის მიერ ჯარიმის გადახდის შემდეგ ხდება. ჯარიმის თანხა იმაზეა დამოკიდებული, სად ბალახობდა პირუტყვი. თანხა 20 ლარიდან იწყება და 50 ლარამდე ადის. გარდა ამისა, ჯარიმის თანხას პატიმრობის პერიოდში პირუტყვის გამოკვების ხარჯებიც ემატება.


ნანახია: 2354-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქალაქის ქუჩებში უმეთვალყურეოდ მოსეირნე ცხოველებზე ინსპექტირებას 'სპეციალური სერვისების' ჯგუფები ახორციელებენ.
მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ რქოსანი პირუტყვი ქალაქის ქუჩებში არსებულ ნარგავებს აზიანებს.
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე თავისუფლად გადაადგილდება.
ქუთაისისთვის ქალაქის ქუჩებში მოსეირნე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი კვლავ პრობლემად რჩება.
თამაზ დეისაძის განცხადებით, 12 დღეში 26 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი დაიჭირეს. საქონელს ძირითადად პარლამენტის მიმდებარე

ამინდი