Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ნაცნობმა სახლი დაშალა და ნისიად გამოვართვი შეშა,'- ქუთაისში სოციალურად დაუცველი ოჯახები სათბობ შეშას ითხოვენ

თარიღი : 2-11-2017, 12:58 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახები ქალაქის მერიისგან ზამთრისთვის სათბობი შეშით უზრუნველყოფას ითხოვენ. ასათიანის ქუჩაზე, სასტუმრო "თბილისის" ყოფილ შენობაში მცოხვრები ოჯახები ამბობენ, რომ ავარიულ შენობაში გათბობის ერთადერთი საშუალება შეშის ღუმელია.

"გაზი აქ არ არის და რომც იყოს, იმდენს დაწვავს, მაგას ვინ გადაგვიხდის. ვერც დენზე ვთბებით. გადასახადი მოგვდის მაღალი და გადახდის თავის არ გვაქვს. გვიდგას შეშის ღუმელები და წვალებით ვშოულობთ შეშას. ხან ტყის ნაპირად მივდივართ, ხან თუ ცოტა ფული ჩაგვივარდა, ერთ ტომარ შეშას ვიყიდით და გამოვიზოგებთ. აქ უკვე საშინლად ცივა და ზამთარში გამყინვარებაა. გვყავს ბავშები და მოხუცები. იქნებ დაგვეხმაროს მერიამ, თუ არადა არ ვიცი, ალბათ ზამთარში გაყინვა გვემუქრება," - აცხადებენ სასტუმრო "თბილისის" ყოფილ შენობაში მცხოვრები ოჯახები.

"ნაცნობმა სახლი დაშალა და ნისიად გამოვართვი შეშა. ნელ-ნელა უნდა მივცე ფული,"- ამბობს სასტუმრო "თბილისის" ერთ-ერთი მკვიდრი.

ქუთაისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის სათბობი შეშის დარიგებას ქალაქის მერიის ააიპ "სპეციალური სერვისები" ახორციელებს. კომპანიამ გასულ წელს "ხეების გადაბელვის" პროგრამის შედეგად მოპოვებული შეშა 600-მდე ოჯახს გადასცა. "სპეციალური სერვისების" გენერალური დირექტორის მოადგილე არჩილ ჭავჭანიძე ამბობს, რომ ოჯახების სიას, რომელთაც ზამთრისთვის შეშა ესაჭიროებათ, კომპანიას მერიის კეთილმოწყობის სამსახური გადასცემს.

"ყველა ოჯახს ვაკმაყოფილებთ შეშით, რომელსაც განაცხადი აქვს დაწერილი. უკვე 70-მდე ოჯახს გადავეცით შეშა. მიმდინარეობს ხეების გადაბელვა ქალაქის სხვადასხვა უბანში და შეგროვილი შეშა საჭიროების მქონე ოჯახებზე გადანაწილდება," - ამბობს ჭავჭანიძე.


ნანახია: 3166-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერიაში შეშით უზრუნველყოფის თხოვნით 500 განცხადებაა შესული.
სპეციალური სერვისები"–ს წარმომადგენლებმა საშეშე მერქანი ამჯერად ვაჟა-ფშაველას 67 ნომერში მცხოვრებ მშენიერაძეების ოჯახს გადასცეს.
პროცესი დაწყებულია და ეტაპობრივად განხორციელდება.
მომიტანეს ორი დღის წინ მოჭრილი ჭადრის ხეები. ეს შეშა დასაწვავად მინდა, სერვანდში გამოსადებად კი არა. ორი დღის წინ თოვაში მოჭრილ
ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის გიორგი მჟავანაძის განცხადებით, 'სპეციალური სერვისები' ქალაქის
"სპეციალურმა სერვისებმა" შეშა ამჯერად სოციალურად დაუცველ, სანიკიძეების ოჯახს გადასცა.

ამინდი