იტვირთება

ააიპ "სპეციალური სერვისები" ქუთაისის მოსახლეობას მიმართავს

ააიპ "სპეციალური სერვისები" ქუთაისის მოსახლეობას მიმართავს

საახალწლო დღესასწაულებთან დაკავშირებით, ქუთაისის დასუფთავებაზე პასუხისმგებელი  ა(ა)იპ " სპეციალური სერვისები" მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული. კომპანია განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას მიმართავს:

"კომპანიის სატრანსპორტო და ტექნიკური სამსახურის ჯგუფები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე არიან გადასული. სადღესასწაულო დღეების გამო, გაზრდილია მოხმარების კოეფიციენტიც.  ქალაქში განთავსებული 1600 ნაგავშემკრები კონტეინერების გაცლა მიმდინარეობს ყოველდღიურად, დღეში რამდენჯერმეც თითქმის 24 საათის განმავლობაში, რაც ოპერატიულობის კუთხით გარკვეულ შეფერხებებს ქმნის. 

ა(ა)იპ "სპეციალური სერვისების" ადმინისტრაციამ აამოქმედა ცხელი ხაზი,  რაც საშუალებას მოგვცემს გადატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, ჩვენი თანამოქალაქეების საქმიანი  ჩართულობაც ამ პროცესში გავზარდოთ. ცხელი ხაზი:  595 09 78 71,"-ნათქვამია "სპეციალური სერვისების" განცხადებაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები