Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საბავშვო ბაღების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის უმაღლესი განათლება სავალდებულო იქნება

თარიღი : 1-11-2017, 12:54 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
მომავალი წლიდან ქვეყნის სკოლამდელ დაწესებულებებში აღმზრდელ-პედაგოგის სტატუსის მქონე პირები იმუშავებენ. თბილისის საბავშვო ბაგა–ბაღების მართვის სააგენტოს უფროსის თემურ თორდინავას თქმით, ამ მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ახალი პროფესიული სტანდარტის დანერგვა კერძო და საჯარო საბავშვო ბაღებში სავალდებულო იქნება.

თორდინავას თქმით, აღმზრდელ–პედაგოგის სტატუსი უფრო მაღალია, ვიდრე აღმზრდელის. მისივე თქმით, თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში დღეისთვის 2500–მდე აღმზრდელი მუშაობს, რომელთაგან ყველამ შესაძლოა აღმზრდელ–პედაგოგის სტატუსი ვერ მიიღოს, თუმცა, ყველა მათგანის გადამზადება მოხდება.

სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, 2024 წლის 1-ელი სექტემბრიდან აღმზრდელი პედაგოგის თანამდებობაზე მხოლოდ ისინი დასაქმდებიან, რომელთაც სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით უმაღლესი განათლება ექნებათ მიღებული.

„2024 წლამდე აღმზრდელ–პედაგოგის თანამდებობაზე დასაქმებული ადამიანებისთვის ვალდებულებას არ წარმოადგენს, სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით ბაკალავრის ხარისხი ჰქონდეს მიღებული. 2024 წლის 1-ელი სექტემბრიდან კი, ნებისმიერ აღმზრდელ–პედაგოგს სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით უმაღლესი განათლება უნდა ჰქონდეს. რატომ 2024 წლიდან? – ეს იმიტომ, რომ უმაღლეს სასწავლებლებს ჰქონდეს შესაძლებლობა, სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით აღმზრდელ–პედაგოგის სასწავლო პროგრამები დანერგონ. აღნიშნულ დრომდე კი საჯარო და კერძო სკოლამდელ დაწესებულებებს პრობლემები რომ არ შეექმნებათ და ამ კუთხით აღმზრდელ–პედაგოგის დეფიციტი არ იყოს, ამიტომ მოქმედი თანამშრომლების გადამზადება მოხდება. იმ თანამშრომლებს, რომლებიც შესაბამის ტრენინგ–მოდულების კურსებს გაივლიან და შესაბამის ქულებს მიიღებენ, აღმზრდელ–პედაგოგის სტატუსი მიენიჭებათ. ამდენად, ასეთი სტატუსი პედაგოგებს შესაძლოა, მომავალი წლიდან უკვე მიენიჭოთ“, – განაცხადა თორდინავამ.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში განათლების ხარისხის ასამაღლებლად მთავრობის მიერ 27 ოქტომბერს ახალ სტანდარტები დამტკიცდა, რომლებიც ერთი მხრივ, ბაღის აღმზრდელ პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებას, მეორე მხრივ, სასკოლო ასაკის ბავშვებს სკოლისთვის აუცილებელი უნარების შეძენას ითვალისწინებს.

ipn.ge


ნანახია: 2044-ჯერ

მსგავსი სიახლეები
რეაბილიტაცია 166 ათასი ლარით რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსდა. საბავშვო ბაღი 80 აღსაზრდელზეა გათვლილი და მასში 19
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ოთხი ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება საზეიმოდ გაიხსნა.
მიმდინარე წელს რეგიონში ათობით სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებასათვის სრული რეაბილიტაციის ჩატარება, ხოლო 23 ახალი ბაღის
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის მუნიციპალური ცენტრის თანამშრომლებსა და მუნიციპალიტეტის
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სკოლამდელი აღზრდის პედაგოგებისთვის თანამედროვე მიდგომების პროგრამების
საჩხერის მუნიციპალიტეტში სულ 16 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს. წლის ბოლომდე რაიონში კიდევ სამი ახალი სკოლამდელი აღზრდის

ამინდი