ხარაგაულის სოფელში, სადაც საბავშვო ბაღი არ იყო, ახალი ბაღი გახსნეს
თარიღი : 31-10-2017, 15:57 | კატეგორია: ახალი ამბები

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. სოფელში ამ დრომდე სკოლამდელი დაწესებულება არ ფუნქციონირებდა, ბაღი 25 აღსაზრდელზეა გათვლილი. სამუშაოები 174 444 ლარით დაფინანსდა. ახლადაშენებული საბავშვო ბაღი იმერეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილმა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკო თოფურიძემ, ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა ლურსმანაშვილმა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მანანა ბარბაქაძემ გახსნეს.
დღესვე, მხარისა და მუნიციპალიტეტის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მონიტროინგი განახორციელეს. ხუნევის, ბორითისა და ხევის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში აქტიურად მიმდინარეობს გზების მობეტონების სამუშაოები. პროექტების საერთო ღორებულება 800 000 – მდე ლარს შეადგენს.
2017 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის მიმდებარე სოფლებში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მილიონი ლარი დაიხარჯა.