ექიმები მოსახლეობას ღორის გრიპის გააქტიურებაზე აფრთხილებენ
თარიღი : 28-12-2013, 17:08 | კატეგორია: ახალი ამბები

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მომავალი წლის იანვრიდან ე.წ. ღორის გრიპის შემთხვევების გააქტიურებას ელოდება. თუმცა მანამდე მედიკოსები ვირუსული ინფექციების გაზრდილ შემთხვევებზე საუბრობენ.
შპს ინფექციურ დაავადებათა ცენტრ „მედიქალ სიტიში“ მიმდინარე თვეში იმ პაციენტების მიმართვიანობა გაიზარდა, რომლებმაც სამედიცინო დაწესებულებას სხვადასხვა ვირუსული დაავადებით მიმართეს. დაწესებულების სამედიცინო დირექტორის ნანა გონგაძის თქმით, გასულ წელთან შედარებით ვირუსული ინფექციების რიცხვმა 50%-ით მოიმატა.
„როგორც წესი, ზამთრის პერიოდისათვის დამახასიათებელი გახლავთ ინფექციების მატება. ეს არის როგორც ბაქტერიული, ისე ვირუსული ინფექციები, ზედა სასუნთქი გზების ინფექციები და საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს ეს ინფექციები. ჩვენი დაწესებულება 70 საწოლზე არის გათვლილი და მიმდინარე თვიდან დაწესებულების თითქმის 90% ათვისებულია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი იანვრიდან ვარაუდობს ღორის გრიპის შემთხვევების აღმოცენებას და მომრავლებას. ამიტომ მოსახლეობას მოვუწოდებთ ვირუსების თუ ბაქტერიების დაფიქსირების შემთხვევაში ექიმებს მიმართონ, რომ შემდეგ გართულებებთან არ გვქონდეს საქმე,“ - ამბობს გონგაძე.