სიმონეთში, სამხედრო პოლიგონზე დაშავებულ სამხედროს ხელის ამპუტაცია ჩაუტარდა

სიმონეთის სამხედრო პოლიგონზე სამხედრო მოსამსახურე ვალერი ჭანტურიძე დაშავდა. 33 წლის ჭანტურიძეს მარცხენა ხელის მტევანი დაუზიანდა, რის გამოც ხელის ამპუტაცია გახდა საჭირო.
სამხედრო ქუთაისში, რეფერალურ ჰოსპიტალში გადის მკურნალობას. ექიმის ინფორმაციით, ჯარისკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. დაშავებულის დედა აცხადებს, რომ მომხდარის დეტალებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.
"ავღანეთში რომ ყოფილიყო ან ცხინვალში, ხმას არ ამოვიღებდი. აგერ უბრალო ადგილზე მიკლავდნენ შვილს და რა მოხდა, ეს ვერ გავიგე," -აცხადებს სამხედროს დედა თინათინ ჭანტურიძე.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი მომხდარზე გამოძიება სამხედრო პოლიციამ დაიწყო. მათივე ინფორმაციით, ვალერი ჭანტურიძე სამიზნე სროლებს ახორციელებდა და უეცარი სროლის შედეგად მარცხენა ხელის მტევანი დაიზიანა. დანიშნულია ექსპერტიზა. გამოძიება კი 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით დაზიანებას გულისხმობს.
ჭანტურია 12 წელია სამხედრო მოსამსახურეა. სხვადსახვა დროს ის იმყოფებოდა ერაყისა და ავღანეთის სამხედრო მისიებში.