Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ქუჩაში უნდათ ბავშვები, ფეხმძიმე ქალი დატოვონ, მე შრომით შეძენილი ბინა წამართვან და ბანკის თანამშრომელს მიყიდონ. მკვლელობას ჩამადენინებენ"

თარიღი : 27-10-2017, 13:42 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში მცხოვრები მინდიაშვილების შვიდსულიანი ოჯახი შესაძლო ღია ცის ქვეშ დარჩეს. მინდიაშვილების საკუთრებაში არსებული ორი ბინა ბანკმა წაიღო. ოჯახის წევრების თქმით, ლარის გაუფასურების გამო, ბანკში თანხის შეტანა ვეღარ შეძლეს, თუმცა ფინანსურ დაწესებულებას თხოვნით მიმართეს, რომ კრედიტის დაფარვის ვადა გაეხანგრძლივებინათ და ოჯახისათვის ვალდებულების შესრულების საშუალება ამგვარად მიეცათ.

"ოჯახში შვიდი წევრი ვართ. მყავს ფეხმძიმე რძალი და მოხუცი დედამთილი. ბანკში ოქრო მქონდა. ოქრო რომ გამომეტანა, ბინა იპოთეკით დავტვირთეთ. ფულს პირნათლად ვიხდიდთ, მაგრამ როდესაც დოლარის კურსმა აიწია და ლარი გაუფასურდა, ბანკში შესატანი თანხა გაიზარდა. ვეღარ შევძელით გადახდა და ბანკს ვთხოვეთ, რომ გაეზარდა კრედიტის ვადა და ჩვენ უარს არ ვამბობდით ვალდებულების შესრულებაზე. ბანკმა ეს არ გაითვალისწინა. ჩვენი ბინა აუქციონზე გაიტანა. ბინა კი მათმა თანამშრომელმა იყიდა. მთელი ცხოვრების შრომა გვაქვს ჩადებული ამ ბინის მოწყობაში. ბანკმა სულ ორი ბინა წაგვართვა. ეღთს ვუტოვებთ, ჰქონდეთ, მაგრამ ამ ბინას არ დავთმობთ. შეიძლება ჩვენს ქვეყანაში ასე დაუცველები ვიყოთ?," - ამბობს მარგო მინდიაშვილი.

მარგო მინდიაშვილის თქმით, მათ ურთერთობა ჯერ "რივალკრედიტთან", ხოლო შემდეგ "ლიბერთი ბანკთან" ჰქონდათ. თავიდან ოჯახს მოლაპარაკებას და ვალის განწილვადებას დაპირდნენ, ხოლო შემდეგ უარი მიიღეს.

"დოლარმა რომ აიწია, ვერ გადავიხადეთ ვალი, მაგრამ ჩვენ კი არ დავმალულვართ. გადავიხდით ბატონო, მაგრამ ცოტა გრძელვადიანი მოგვეცით. მოგვეცით დრო, რომ გადავიხადოთ, ამაზე ბანკს წამოსლვა არ უნდა. პასუხს არავინ გვცემს. ერთი მეორესთან, მეორე მესამესთან გვამისამართებს. ჯერ ერთს გეუბნებიან და შემდეგ გადაგვარავენ. სამართალს ვერ ვპოულობ, ეს არის ქვეყანა? ყველამ კარგად იცის ბანკები რასაც აკეთებენ, მევახშეობამ წალეკა ქვეყანა. ქუჩაში უნდათ ბავშვები, ფეხმძიმე ქალი დატოვონ, მე შრომით შეძენილი ბინა წამართვან და ბანკის თანამშრომელს მიყიდონ. მკვლელობას ჩამადენინებენ," - ამბობს ოჯახის უფროსი.


ნანახია: 3544-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ოჯახი, სადაც სამი არასრულწლოვანია, ღია ცის ქვეშ არის დარჩენილი.
ქუთაისში მცხოვრები კუხიანიძეების 4-სულიანი ოჯახი წლებია სამართლის პოვნას უშედეგოდ ცდილობს.
ქალბატონი აცხადებს, რომ ის მის კუთვნილ ბინას არ დათმობს.
ქუთაისში მცხოვრები თამარ ღიბრაძე შვილთან ერთად თავშესაფარს ეძებს.

ამინდი