Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისი ჯორჯ ბალანჩინის სახელობის პირველ საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს

თარიღი : 26-10-2017, 13:33 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა   
topnews.com.ge
ქუთაისი ჯორჯ ბალანჩინის სახელობის პირველ საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალი ქუთაისის ოპერის თეატრში 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება. ქართველი ბალერინების გვერდით გერმანიის, ესტონეთის, ლიტვის, პოლონეთის და იტალიის საბალეტო ჯგუფები იცეკვებენ.

ქუთაისის ჯორჯ ბალანჩინის სახელობის საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალი 2017 წელს დაფუძნდა ქუთაისის კულტურის და ტრადიციების პოპულარიზების მიზნით. ფესტივალის მთავარ ამოცანას ქორეოგრაფიული დარგის პოპულარიზაცია წარმოადგენს.

უცხოელი ბალერინების გარდა, ფესტივალში ჩართულია საქართველოს მასშტაბით წამყვანი საბალეტო სტუდიები. ფესტივალის სპეციალური სტუმარია ირმა ნიორაძე. ჟიურის თავმდჯომარეა ბალერინა და ამერიკაში გაეროს ახალგაზრდულ საკითხებში წარმომადგენელი ანა ლეჟავა. ჟიურის წევრია საქართველოს სახალხო არტისტი მაკა მახარაძე. ხოლო ფესტივალის ლოგო საჩუქრად გადასცა ფესტივალს მურაზ მურვანიძემ.


ნანახია: 1590-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ფესტივალის მხარდამჭერები არიან ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია და ააიპ ქუთაისის კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანება.
ფესტივალი 29 ივნისს თელავიდან დაიწყო.
ფესტივალის მიზანს ქართული მემკვიდრეობის დაფიქსირება, შენარჩუნება, ხალხური შემოქმედების აღორძინება და პოპულარიზაცია წარმოადგენს.

ამინდი