Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'შიმშილს რომ ვეღარ გავუძელი, ფული ვისესხე და ორი კილო ყველი ვიყიდე,'-დახმარების გარეშე დარჩენილი ოჯახი საკვების შეძენას ვერ ახერხებს

თარიღი : 26-10-2017, 12:57 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში მცხოვრები ლელი მუშკუდიანი სახელმწიფოსგან სოციალური შემწეობის აღდგენას ითხოვს. ქალბატონი ქუთაისში, ციციაშვილის ქუჩაზე შვილთან ერთად ცხოვრობს. შიმშილთან ბრძოლა მას შემდეგ უხდება, რაც სოციალური შემწეობა შეუწყდა, ხოლო რამდენიმე თვის პენსია წინასწარ გამოიტანა.

"79 წლის ვრ შვილო. ასე კი არ ვიყავი სულ. დახმარება წლების წინ შეძენილი მაცივრისა და სარეცხი მანქანის გამო მომიხსნეს. რა ნახეს ჩემ სახლში ასეთი? კარი და ფანჯარა არ მაქვს, თავზე მაწვიმს. რამდენიმე დღეა საჭმელი არ მიჭამია. ცუდად გავხდი, წავედი და 50 ლარი ვისესხე, ორი კილო ყველი ვიყიდე შვილო იმით. მეტი ვერაფრის ყიდვა შევძელი და ცოტა ფული ისე დავიტოვე, ავად რომ გავხდე და წამალი დამჭირდეს. საჭმელს ვერ ვჭამ შვილო," -ამბობს ლელი მუშკუდიანი.

სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრში აცხადებენ, რომ ლელი მუშკუდიანის ბოლო შემოწმებიდან ერთი წელი უვკე გავიდა, ამიტომ ქალბატონს ხელახალი გადამოწმების თხოვნით სააგენტოსთვის მიმართვა შეუძლია. თუმცა რამდენად შეძლებენ მუშკუდიანები დახმარების კვლავ მიღებას, ეს ამ დროისათვის უცნობია.


ნანახია: 2038-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ოჯახი ქუთაისში, სულხან-საბას ქუჩაზე, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს.
ნელი გეწაძე მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო კომუნალური გადასახადების გადახდას და საკვების შეძენას ვერ ახერხებს.
იმის გამო, რომ საკვების შეძენას ვერ ახერხებს, შვილები სოფელში, ახლობელთან გაუშვა, თავად კი შეჩერებული შემწეობის აღსადგენად
ადგილობრივები იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სთან საუბარში აცხადებენ, რომ სახელმწიფოსგან კუთვნილი

ამინდი