"2018 წლის ქუთაისის ბიუჯეტის პრიორიტეტები ინფრასტრუქტურა და სოციალური სფერო იქნება"
თარიღი : 26-10-2017, 12:29 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლება 2018 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობს. როგორც ქალაქის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, ბიუჯეტის ფორმირებაზე მუშაობა დაწყებულია.
"პრიორიტეტები რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურა, სოციალური, ეკონომიკა, განათლება და რაც მთავარია, ეს პრიორიტეტები განისაზღვრება ქალაქის განვითარების გეგმის მიხედვით. 15 ნოემბრამდე ბიუჯეტის მზა პროექტი განსახილველად ქალაქის საკრებულოში შევა," - აცხადებენ პრესსამსახურში.