წლის და 9 თვის ვივიანა ქვირიას გადასარჩენად ქუთაისში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება
თარიღი : 26-10-2017, 10:49 | კატეგორია: ახალი ამბები

2 ნოემბერს, ქუთაისის ლ.მესხიშვილის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, პატარა ვივიანა ქვირიას გადასარჩენად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. წლის და 9 თვის ვივიანა საფრანგეთში სასწრაფო მკურნალობას საჭიროებს. მესხიშვილის თეატრში კონცერტი 18:00 საათზე გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ცნობილი ვარსკვლავები მიიღებენ. ღონისძიებას დაესწრება მამა სერაფიმეც. ბილეთების შესაძენად შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე: 551 189 188.