Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მასწავლებლები მეცამეტე ხელფასს ვერ აიღებენ

თარიღი : 27-12-2013, 21:00 | კატეგორია: საზოგადოება   
topnews.com.ge
მასწავლებლებისთვის მეცამეტე ხელფასის დარიცხვა ამ ეტაპზე არ მოხდება.

განათლების სამინისტრო სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ იმ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, პედაგოგებისთვის 2014 წლის დასაწყისში, 2013 წლის მეცამეტე ხელფასი გაიცემა.

როგორც განათლების სამინისტროს ფეისბუქის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ინფორმაცია მეცამეტე ხელფასის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა ხდება.

"სოციალურ ქსელში ვრცელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდზე 2012 წლის 21 დეკემბერს გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომელიც ეხება 2012 წლის ბიუჯეტში განხორციელებულ ცვლილებებს. ინფორმაციის ერთ-ერთ პუნქტში საუბარია, რომ 2014 წლის დასაწყისში გაიცემა 2013 წლის მეცამეტე ხელფასი 150-დან 500 ლარამდე ანაზღაურების მქონე პედაგოგებისთვის და ეს თანხა იქნება 360 ლარი. გარდა ამისა, ერთ-ერთ საინფორმაციო სააგენტოს მეშვეობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ საჯარო სკოლის მასწავლებლების და ადმინისტრაციულ – ტექნიკური პერსონალის წახალისებაც მოხდება და მათ 60–65 ლარი გადაეცემათ. ამასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ ეს 2012 წელს გავრცელებული ინფორმაციაა, რომელიც ამ ეტაპზე არ შეესააბამება სინამდვილეს, რის შედეგადაც ხდება საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. რაც შეეხება, მე-13 ხელფასს, გაცნობებთ, რომ 2013 წლიდან ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებისას შემოღებულ იქნა დაუბეგრავი მინიმუმის ცნება. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 821-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირი, რომლის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 6 000 ლარს, უფლებამოსილია ამ შემოსავლიდან გამოქვითოს დაუბეგრავი მინიმუმი 1 800 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე ფიზიკური პირი, რომლის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 2013 წლის განმავლობაში არ აღემატება 6 000 ლარს ანუ თვეში საშუალოდ 500 ლარს, 1 800 ლარზე დარიცხული საშემოსავლო გადასახადი 360 ლარის ოდენობით დაუბრუნდება უკან 2014 წლის გაზაფხულამდე. შესაბამისი თანხის დაბრუნება ხორციელდება დაქირავებულის მიერ დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის შესახებ დეკლარაციის საგადასახადო ორგანოში წარდგენით. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს", - ნათქვამია განათლების სამინისტროს განცხადებაში.


ნანახია: 3954-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დაუბეგრავი მინიმუმის მისაღებად მოქალაქეებს განაცხადებების შევსება მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან შეეძლებათ.
მინისტრების ხელზე ასაღები ყოველთვიური შემოსავალი, დანამატის ჩათვლით, 5 000 ლარია. პარლამენტი ამჟამად განიხილავს კანონპროექტს,
,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ მიღებული კანონი საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული მაღალმთიანი რეგიონების
2013 წლის იანვრიდან ივნისამდე მონაკვეთში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა მოქალაქეებს 31 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის ჯარიმა
2012 წლის შემდგომ პროკურატურაში დასაქმებულ თანამშრომელთა ზრდასთან ერთად მნიშვნელოვნად გაიზარდა ადმინისტრაციული ხარჯებიც.

ამინდი