ქუთაისის მერმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერან უხუცეს ქალბატონს ფულადი ჯილდო გადასცა
თარიღი : 24-10-2017, 17:53 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, 100 წლის ქალბატონს თამარ ჯალაღანიას დაბადების დღე მიულოცა. თამარ ჯალაღანიას ქალაქის მერი ოჯახში ესტუმრა და ფულადი თანხა 1000 ლარი საჩუქრად გადასცა.
მერიის სოციალური პროგრამის მიხედვით 100 წელს გადაცილებულ ყველა ხანდაზმულს საჩუქრად 1000 ლარი გადაეცემა.
მერიის სოციალური პროგრამის მიხედვით 100 წელს გადაცილებულ ყველა ხანდაზმულს საჩუქრად 1000 ლარი გადაეცემა.