Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

პროკურატურა იმერეთის რეგიონის სოფლებში გარემოსათვის მიყენებული ზარალის საქმეს სწავლობს

თარიღი : 24-10-2017, 14:01 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სასარგებლო წიაღისეულით უკანონოდ სარგებლობის სამი ფაქტი, ნიადაგის დაბინძურების - ორი , ხოლო მიწის დეგრადაცია-გაუვარგისების ერთი ფაქტი გამოავლინეს.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, სოფელ დერჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთმა კომპანიამ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიით გათვალისწინებული სამთო მინაკუთვნის კონტურს გარეთ, 791,68 მ3 მოცულობით სასარგებლო წიაღისეული - კირქვის ღორღი, მოიპოვა უკანონოდ. გარემოზე მიყენებულია 1783,36 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის, სოფელ იანეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთმა კომპანიამ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიით გათვალისწინებული სამთო მინაკუთვნის კონტურს გარეთ, უკანონოდ მოიპოვა სასარგებლო წიაღისეული - ქვიშა-ხრეში 1853,91 მ3 მოცულობით. გარემოზე მიყენებული ზიანის ოდენობამ 2053,91 ლარი შეადგინა.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის, სოფელ სარქველეთუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთი კომპანიის მიერ, უნებართვოდ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის - მანგანუმის ნედლი მადნის ოდენობამ 2410 ტონა შეადგინა, რამაც გარემოს 52 256 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, სოფელ გუმათში განთავსებული სანაყაროს ტერიტორიის შესწავლა-დათვალიერების შედეგად, გამოვლინდა, რომ სანაყაროს 961,16 მ2 განთავსებულია სახელმწიფო საკუთრების მიწაზე და მოხდა მისი სამთო ნარჩენებით დაბინძურება. ამ ქმედებით გარემოს 25 230, 45 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის, სოფელ რგანის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთმა კომპანიამ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენებით - 715 მ3 მოცულობის ფუჭი ქანით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის 569 მ2 ფართობი დააბინძურა. გარემოსათვის მიყენებულმა ზიანმა 15015 ლარი შეადგინა.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ხალიფაურის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთმა კომპანიამ მანგანუმის ნედლი მადნის მოპოვების მიზნით, გზის გაყვანის სამუშაოები სახელმწიფო საკუთრების მიწაზე აწარმოა და 206 მ2 ფართობის სახელმწიფო საკუთრების მიწის დეგრადაცია-გაუვარგისება გამოიწვია. გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობამ 36130,50 ლარის შეადგინა.

საქმეები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები შემდგომი შესწავლის მიზნით, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურას გადაეგზავნა.


ნანახია: 2631-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, კომპანია სასარგებლო წიაღისეულის (კვარცმინდვრისშპატიანი ქვიშის)
გარემოზე მიყენებული ზიანი 1685 ლარს შეადგენს.
გარემოზე მიყენებული ზიანი 3138 ლარს აღწევს.
გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის ოდენობამ 2500 ლარი შეადგინა.
გარემოსთვის მიყენებული ზიანი 3000 ლარს აღწევს.
გარემოზე მიყენებული ზიანის ოდენობამ 30 000 ლარი შეადგინა.

ამინდი