საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს “ ბედით მინისტრები დაინტერესდნენ
თარიღი : 27-12-2013, 18:22 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

"დავით ნარმანიამ "ტორპედოსთვის" შესაბამისი ინვესტორის და დაფინანსების საკითხი საკუთარ თავზე აიღო",- ამის შესახებ იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა განაცხადა, რომელიც გუშინ ფინანსთა, ეკონომიკის და რეგიონული განვითარების მინისტრებს შეხვდა.
მეფარიშვილის თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკება, რათა კომპანია "ვისოლმა" კლუბის დაფინანსება სეზონის ბოლომდე გააგრძელოს.
"მოგეხსენებათ, "ვისოლმა" შეაჩერა "ტორპედოს" დაფინანსება, მაგრამ მინისტრების გადაწყვეტილებით, ისინი მოლაპარაკებას გამართავენ "ვისოლის" ხელმძღვანელობასთან, რადგან მინიმუმ სეზონის დასრულებამდე მოხდეს კლუბის დაფინანსება. მოგეხსენებათ, კლუბმა რომ იარსებოს, მინიმუმ თვეში 80 000 ლარი უნდა და სამწუხაროდ, "ვისოლის" მიერ კლუბის დატოვების შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ქუთაისის ბიუჯეტი უკვე დამტკიცებული იყო, რის გამოც ადგილობრივი ბიუჯეტიდან კლუბის დაფინანსება ვერ მოხდება. ვიმედოვნებთ, რომ კომპანია "ვისოლი" სეზონის ბოლომდე დააფინანსებს "ტორპედოს", - განაცხადა მეფარიშვილმა.
ცნობისთვის, "ვისოლმა" "ტორპედო" 2010 წელს ჩაიბარა.