Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთში მეორე ტური მხოლოდ ქუთაისში ჩატარდება- პროცენტული მაჩვენებლები მუნიციპალიტეტების მიხედვით

თარიღი : 22-10-2017, 12:05 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, არჩევნები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის 12 მუნიციპალიტეტიდან, წინასწარი ინფორმაციით, მეორე ტური მხოლოდ ქუთაისში ჩატარდება.
ცესკომ საარჩევნო ოლქებში ხმათა უმრავლესობა უკვე დათვალა.
ვანი, ხონი, საჩხერე, ჭიათურა, სამტრედია, ბაღდათი, წყალტუბო, ხარაგაული, ზესტაფონი, თერჯოლა, ტყიბული - ეს ის მუნიციპალიტეტებია, სადაც "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატები წინასწარი მონაცემებით პირველივე ტურში იმარჯვებენ.

რაც შეეხება ქუთაისს, ცესკოს წინასწარი მონაცემებით "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატ გიორგი ჭიღვარიასა და "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს შორის მეორე ტური გაიმართება.


ხარაგაულში ამ დროის მონაცემებით დათვლილია 37-დან 20 უბანი. წინასწარი შედეგებით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ნიკოლოზ თოფურიძე 66,45%-ით ლიდერობს.

თერჯოლაში, სადაც ამ დროისთვის 33-დან 23 უბნის მონაცემებია დათვლილი და წინასწარი შედეგებით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ბონდო სოფრომაძემ ამორჩეველთა ხმების 59,12% მიიღო.

საჩხერეში ამ დროის მონაცემებით, 57-დან 45 უბნის მონაცემებია დათვლილი, რომლის თანახმადაც, წინასწარი შედეგებით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ბენიამენი ფალავანდიშვილი 89,16%-ით ლიდერობს.

ზესტაფონში 53-დან 29 უბნის მონაცემების თანახმად, წინასწარი შედეგებით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს კახაბერ მახათაძეს 54.47% აქვს, ხოლო მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი დავით ფერაძე - 17.08 %-ით.

ბაღდათში 30-დან 18 უბნის მონაცემების მიხედვით, წინასწარი შედეგებით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა არჩილ გოგსაძემ ამომრჩეველთა ხმების 61.18%, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა გიორგი რობაქიძემ 35.25% მიიღო.

ვანში 31-დან 16 უბნის მონაცემებია დათვლილი, რომლის თანახმადაც, წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ალექსანდრე გოგორიშვილი 70,38%-ით ლიდერობს.

სამტრედიაში 50-დან 23 უბნის მონაცემების თანახმად, წინასწარი შედეგებით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ვალერიანე ფოცხვერიამ 57,11% მიიღო.

ხონში, სადაც 29-დან 10 უბნის მონაცემებია დათვლილი, წინასწარი შედეგებით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ლადო ჯურხაძემ 56.42%, ხოლო „ერვოპული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა აკაკი ბობოხიძემ 36.29% მიიღო.

ჭიათურაში 58-დან 31 უბნის მონაცემებია დათვლილი და წინასწარი შედეგებით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი პაატა ნადირაძე 61.92%-ით ლიდერობს.

ტყიბულში ამ დროის მონაცემებით 37-დან 21 უბანის მონაცემებია დათვლილი, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა თემურ ჩუბინიძემ ამორჩეველთა ხმების 60,5% მიიღო.

წყალტუბოში, სადაც 68-დან 44 უბნის მონაცემებია დათვლილი, წინასწარი შედეგებით, „ქართული ოცნების“


ნანახია: 4647-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, 5 თვითმმართველი ქალაქიდან 4-ში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი პირველივე ტურში იმარჯვებს
59 თვითმმართველი თემიდან 5-ში არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
წინასწარი მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ“ ყველაზე მეტი ხმა საჩხერეში მიიღო
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, წყალტუბოს მაჟორიტარობის კანდიდატი 52,69%-ით ლიდერობს.

ამინდი