Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ცესკოს მონაცემებით, ქუთაისში ქალაქის მერის ასარჩევად მეორე ტური ჩატარდება

თარიღი : 22-10-2017, 10:55 | კატეგორია: ახალი ამბები, არჩევნები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ცესკოს მონაცემებით, ამ დროისათვის ქუთაისში, 124-დან 119 უბნის მონაცემებია დათვლილი, "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატს გიორგი ჭიღვარიას 48,56 % აქვს, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს კი - 27.05 %.
ქუთაისში სავარაუდოდ, მერობის არჩევნების მეორე ტურია მოსალოდნელი, რადგან კანდიდატს მერის მანდატის მოსაპოვებლად 50%-იანი ბარიერის გადალახვა სჭირდება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ამ დროისთვის გამოქვეყნებული მონაცემებით, 5 თვითმმართველი ქალაქიდან 4-ში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი პირველივე ტურში იმარჯვებს, ხოლო ერთში - ქუთაისში, სავარაუდოდ, მეორე ტურია მოსალოდნელი.

კერძოდ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, თბილისის მერის არჩევნებში 51,51 %-ით „ქართული ოცნების“ კანდიდატი, კახა კალაძე ლიდერობს. მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი - 16.84%-ით. ამ დროისთვის 737 უბნიდან 431 უბნის შედეგებია დათვლილი.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, რუსთავში, სადაც 87 უბნიდან 56-ია დათვლილი, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ირაკლი ტაბაღუამ ხმების 52.83% მიიღო, მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი ზურაბ მაისურაძე - 19.46%-ით.

ამ დროის მონაცემებით, ბათუმში 103 უბნიდან 85-ია დათვლილი, რომელთა მიხედვითაც, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ლაშა კომახიძემ ამომრჩეველთა ხმების 55.06%, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა ლევან ანთაძემ - 24.46% მიიღო.

რაც შეეხება ფოთს, ამ დროისთვის 32-დან დათვლილია 31 უბნის მონაცემები, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს გოჩა კურდღელიამ 54.92%, ხოლო „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა ვახტანგ დარცმელიძემ 13.49% მიიღო.

21 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. მოქალაქეებმა ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს 2058 დეპუტატი და 64 მერი პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით აირჩიეს.


ნანახია: 2289-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იმერეთის 12 მუნიციპალიტეტიდან, წინასწარი ინფორმაციით, მეორე ტური მხოლოდ ქუთაისში ჩატარდება.
59 თვითმმართველი თემიდან 5-ში არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
წინასწარი მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ“ ყველაზე მეტი ხმა საჩხერეში მიიღო
ქუთაისის N59-მა საოლქო საარჩევნო კომისიამ ქალაქში გახსნილი ყველა საარჩევნო უბნის შედეგი დაითვალა.
ხვალ, 20 ივნისს, ქუთაისის ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ელექტრომობილების ქარხნის პროექტის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართება.

ამინდი