Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

არჩილ გოგსაძე:სოციალური განვითარების სფეროსა და გადასახადების შემცირების კუთხით, ცვლილებები იგეგმება

თარიღი : 19-10-2017, 13:56 | კატეგორია: ახალი ამბები, არჩევნები   
topnews.com.ge
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი არჩილ გოგსაძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

არჩილ გოგსაძე ამჯერად, სოფელ ნერგეეთის მოსახლეობას შეხვდა და მათთან ერთად, არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე იმსჯელა. მერობის კანდიდატმა ადგილობრივებს საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოსო ჭოლოკავა წარუდგინა.

არჩილ გოგსაძემ ნერგეეთის მოსახლეობას სამომავლო გეგმებსა და იმ რეფორმებზე მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან განხორციელდება.

„სახელმწიფომ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა ჯანდაცვის სისტემისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდამჭერი პროგრამების კუთხით. ცვლილებები ასევე, სოციალური განვითარების სფეროსა და გადასახადების შემცირების კუთხით იგეგმება. ჩვენს გუნდს აქვს იმის საშუალება, რომ ღირსეულად ვატაროთ ის პასუხისმგებლობა, რომელსაც მოსახლეობის წინაშე ვგრძნობთ და ამის გასაკეთებლად ძალ-ღონეს არ დავიშურებთ“, - განაცხადა მერობის კანდიდატმა.

R


ნანახია: 1504-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მერობის კანდიდატმა ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა გააცნო და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
მერად არჩევის შემთხვევაში, გოგსაძე ადგილობრივებს აღნიშნული საკითხების გადაწყვეტას დაპირდა.
არჩილ გოგსაძე ამომრჩეველებთან შეხვედრას მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც განაგრძობს.
მერობის კანდიდატმა ადგილობრივებს სამომავლო გეგმები გააცნო, რომელიც ძირითადად, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარებას ეხება.
მერობის კანდიდატმა ამომრჩეველს სამომავლო გეგმები გააცნო და დასაქმების საკითხები განიხილა.
მერობის კანდიდატი ბაღდათის მოსახლეობას შეხვდა და სამომავლო გეგმა გააცნო.

ამინდი