იტვირთება

ამბროლაურის მოსახლეობას ერთი დღით, ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება

ამბროლაურის მოსახლეობას ერთი დღით, ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება

ამბროლაური წლის მთავარი საახალწლო ღონისძიების მასპინძელია, რომელიც  საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება.

კოსტავას ქუჩაზე 2 საათიდან დაიწყება საახალწლო ღონისძიება. ამ დროისთვის კი აქტიური სამზადისი მიმდინარეობს. 

 "საახალწლო ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს, მთელი დღის განმავლობაში დატვირთული პროგრამა ელოდებათ.

მოეწყობა ორკესტრის და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა, საშობაო ბაზრობა, ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, წარმოდგენილი იქნება  საბავშვო  სივრცე, ზღაპრის გმირების მსვლელობა.

ღონისძიება გრანდიოზული გალა კონცერტით დასრულდება, სადაც მონაწილეობას პოპულარული შემსრულებლები მიიღებენ: ანსამბლი ფორტე, სალომე ბაკურაძე, თემურ თათარაშვილი, თამუნა ამონაშვილი, მარიტა როხვაძე, თიკა მახალდიანი, ვერიკო ტურაშვილი, ია ნინიძე, ბენდი “ნიუტონი”.  წამყვანი-დუტა სხირტლაძე

დღის მანძილზე საახალწლო ღონისძიებასთან დაკავშირებით ადგილობრივ მოსახლეობას  უფასოდ  მოემსახურება მუნიციპალური ტრანსპორტი,"-აცხადებენ ამბროლაურის მერიაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები