Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

თსუ-ში ფოტოგამოფენა- 'აღმოაჩინე ჭიათურა' გაიხსნა

თარიღი : 18-10-2017, 10:29 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
17 ოქტომბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის -„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბუნებრივი ღირსშესანიშნავი ძეგლების გეოეკოლოგიური კვლევა“ ფარგლებში გამოფენა-"აღმოაჩინე ჭიათურა“ გაიხსნა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩატარებული კვლევის ამსახველი ფოტომასალა (მდინარე ბუჯას ხეობა, ნადირაძეების მღვიმე, გუნდაეთის კარსტული რელიეფი, თვალუეთის ჩანჩქერი, საჩქეფიას ჩანჩქერი, კოტიასკლდის მღვიმე, კაცხის სვეტი, მანდაეთის მღვიმე, მდ. იმერეთის ფრონე, მდ. საძალიხევის ხეობა სვერთან, ნადირაძეების მღვიმე, საქაჯკარის მღვიმე, ქვაბთაკარი მდ. ღვითორულას ხეობაში, სოფ. ხრეითი და შემორევა, ციხისწყლის კანიონი, ძუძანას მღვიმე, მანდაეთის მღვიმე, ხრეითის ქვაყუნტია და სხვა.)

პროექტი „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბუნებრივი ღირსშესანიშნავი ძეგლების გეოეკოლოგიური კვლევა“ თსუ სტუდენტური პროექტების დაფინანსების ფარგლებში განხორციელდა. 6 თვის განმავლობაში უნივერსიტეტის სამივე საფეხურის (დოქტორანტი, მაგისტრატურა და ბაკალავრიატი) სტუდენტები აქტიურ კვლევას ატარებდნენ ჭიათურის მუნიციპალიტეტში, რის შედეგადაც გამოიკვეთა გეოეკოლოგიურად სიანტერესო ადგილები და ტურისტულად საინტერესო ობიექტები.

პროექტს ხელმძღვანელობს თსუ-ს დოქტორანტი ლიანა ხანდოლიშვილი. პროექტში მონაწილეობდნენ: მაგისტრი ზურა რიკაძე, ბაკალავრიატის სტუდენტები: სალომე თაბაგარი, მარიამ ჯაფოშვილი, ვალერი ქამხაძე. პროექტის კოორდინატორი: გეოგრაფის დოქტორი, ასისტენტ პროფესორი გიორგი დვალაშვილი.

გამოფენა უნივერსიტეტში 20 ოქტომბრამდე გაგრძელდება, ხოლო 27 ოქტომბრიდან ჭიათურაში გაიმართება.


ნანახია: 3232-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თსუ-ს სტუდენტებმა პროექტის-'გაიცანი ჭიათურა' განხორციელება დაიწყეს.
კარსტული მღვიმეები უნდა გახდეს შემოსავლის წყარო ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
კარსტული მღვიმეების მანიშნებლები და ბანერები პოპულარიზაციას უწევდა სპელეოტურიზმს, როგორც საინტერესო და საჭირო მიმართულებას.
წიგნში განხილულია როგორც მოქმედი სოფლები, აგრეთვე რუსეთის მიერ ოკუპირებული სოფლები, 50-იან წლებში წარმოქმნილი ნასოფლარები და
'სასმელი წყლების დაბინძურებისაგან დაცვის ღონისძიებები,'-ასეთია იმ პროექტის სახელწოდება, რომელიცსაქართველოში სლოვაკეთის საელჩომ

ამინდი