გზების რეაბილიტაცია და გაზიფიცირება-ინფრასტრუქტურული პროექტები ხარაგაულში
თარიღი : 17-10-2017, 12:37 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

იმერეთის რეგიონში სოფლების გაზიფიცირება გრძელდება. ამჯერად ბუნებრივი აირი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრაწყაროს 60 – მა ოჯახმა მიიღო. იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა, ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა ლურსმანაშვილმა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ მაღრაძემ, გიორგი თაბუკაშვილის ოჯახში გაზი სიმბოლურად აანთეს. ამ ეტაპზე ხარაგაულში 1300 აბონენტია გამრიცხველიანებული, წლის ბოლომდე კი კიდევ 6 სოფლის გაზიფიცირება იგეგმება.
დღესვე, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მონიტორინგი განახორციელეს. სოფელ ლახუნდარაში გზის 5 კმ. – იანი მონაკვეთი მოასფალტდა, პროექტის ღირებულება 750 000 ლარს შეადგენს. სოფელ ხიდარში კი სკოლამდე მისასვლელი გზა რეაბილტირდა. ასევე, გზის მოასფალტების სამუშაოები უკვე დასრულებულია სოფელ ვარძიის პირველ უბანში. პროექტის ფარგლებში, გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდა უბანში შესასვლელ ხიდსაც. სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან 60 323 ლარით დაფინანსდა.