ქუთაისის მერი: ეს არის სტიქია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო ათწლეულია ამხელა ნალექი არ ყოფილა ქალაქში
თარიღი : 16-10-2017, 14:00 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

სტიქიასთან დაკავშირებით ქუთაისის მერიაში საგანგებო შტაბი შეიქმნა. უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე ოღასკურამ ქუთაისში ქალაქის ცენტრალური უბნები და გარეუბნები დატბორა. შექმნილ მდგომარეობას გაეცნო ქუთაისის მერი შოთა მურღულია.
"12 საათში ნალექის ის რაოდენობა მოვიდა, რაც დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში შეიძლება მოსულიყო. ეს არის ინფორმაცია, რომელსაც გარემოს ეროვნული სააგენტოდან გვაქვს. მდინარე ოღასყურამ ვერ შეძლო ამდენი ნალექის გატარება და ადიდდა. ჩვენ ყველა გასასვლელი გავუხსენით მდინარეს, თუმცა მას ფიზიკურად არ ჰყოფნის დიამეტრი წყლის ასეთი რაოდენობის გასატარებლად. ეს არის სტიქია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო ათწლეულია ამხელა ნალექი არ ყოფილა ქალაქში. ყველა შესაბამისი სტრუქტურა მობილიზებულია, მაქსიმალურად ყველაფერი კეთდება პრობლემების აღმოსაფხვრელად და მოსახლეობის დასახმარებლად. პირველ რიგში სამაშველო სამსახურები მობილიზებულია საავადმყოფოებთან და სკოლებთან. მივლენ აუცილებლად ყველა იმ ოჯახში, რომელიც დაიტბორა და დახმარებას საჭიროებს. ასევე, დაითვლება ზარალი, რაც ქალაქს სტიქიის შედეგად მიადგა," - ამბობს შოთა მურღულია.