Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა დაიწყო

თარიღი : 15-10-2017, 23:22 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრი ომარ ნიშნიანიძე ავრცელებს.

"ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა ნამდვილად დაიწყო. დღეს მოვინახულე აღნიშნული ობიექტი. გაყავთ გზები, ჭრიან არხებს და შენობათა ფუნდამენტებს. მშენებლობას ბატონი გოჩა კოღუაშვილი ხელმძღვანელობს. დანაპირებს ყოველთვის ასრულებს დიდი ქველმოქმედი, რომელიც ჭვალად აზის ნაცებს და მათ ნაფცქვენებს," - აცხადებს ნიშნიანიძე.
http://www.picz.ge/img/s4/1710/16/c/cd28e7338ed5.jpg
ცნობისთვის, წინასაარჩევნო პერიოდში, 2012 წელს, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქად ქცევის დაპირება ქუთაისელებს პირადად ბიძინა ივანიშვილმა მისცა.

"ქუთაისში დავაარსებთ საუნივერსიტეტო ქალაქს, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებითა და ინფრასტრუქტურით. რომელსაც ისეთი მნიშვნელობა ექნება საქართველოში, როგორც გელათის აკადემიას ჰქონდა დავით აღმაშენებლის დროს,» – განაცხადა ივანიშვილმა ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ, ქუთაისში გამართულ ერთ-ერთ აქციაზე.

პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 500 მილიონი ევროა. უნივერსიტეტმა სტუდენტთა პირველი ნაკადი 2019 წელს უნდა მიიღოს.


ნანახია: 3673-ჯერ

მსგავსი სიახლეები
წინასაარჩევნო პერიოდში, 2012 წელს, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქად ქცევის დაპირება ქუთაისელებს პირადად ბიძინა ივანიშვილმა მისცა.
ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მომხრეთა საინიციატივო ჯგუფი ქალაქის მერს შეხვდა
უნივერსიტეტის მშენებლობა მიმდინარე თვეში დაიწყება.
პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 500 მილიონი ევროა.
ტექნოლოგიური უნივერსიტეტი სავარაუდოდ, 2017 წლისთვის გაიხსნება, თუმცა, კონკრეტულად სად განთავსდება ის, ცნობილი არ არის.
ქუთაისის საზოგადოების ნაწილი აპროტესტებს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის თბილისში გახსნას და კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ მსგავსი

ამინდი