ქუთაისში გადათხრილ გზას ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
თარიღი : 15-10-2017, 14:34 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში, გორას დასახლებაში, ძნელაძის ქუჩა ორ კვირაზე მეტია გადათხრილ მდგომარეობაშია. გზის ამგვარი მდგომარეობის გამო კი ძნელაძის ქუჩაზე მაცხოვრებლები გარეთ ვერ გამოდიან. როგორც ირკვევა, გადათხრილ გზას ადამიანის სიცოცხლეც ემსხვერპლა.
"მამაკაცი გარდაიცვალა. გამთენიისას ცუდად გახდა. ოჯახმა სასწრაფო გამოიძახა. სასწრაფო გადათხრილი გზის გამო ვერ ამოვიდა. შემოვლითი გზა მოძებნა, თუმცა ვიდრე შემოვლითი გზით მივიდა, პაციენტი უკვე გარდაიცვალა. სასწრაფო კი არა, მეზობლებიც ვერ მივედით," -ამბობს ძნელაძის ქუჩაზე მცხოვრები მარინა სანდუხაძე.
გადათხრილ მდგომარეობაში მყოფი ქუჩის მოწესრიგების მიზნით, ქუთაისის ადგილობრივ ხელისუფლებაში გამოდარებას ელოდებიან.