Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ნიკოლოზ თოფურიძე: მჯერა, სწორ არჩევანს გააკეთებთ, რაც ხარაგაულს ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს

თარიღი : 12-10-2017, 18:58 | კატეგორია: ახალი ამბები, არჩევნები   
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხარაგაულის მერობის კანდიდატი ნიკოლოზ თოფურიძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვლადიმერ ტალახაძე სოფელ ზვარესა და ჩრდილის მოსახლეობას შეხვდნენ.

მმართველი გუნდის კანდიდატები ამომრჩეველს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში განხორციელებულ პროგრამებსა და პროექტებზე ესაუბრნენ.

„თუ დღეს, ხარაგაულის 26 სოფელში 50-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება და 45 კილომეტრ გზას კაპიტალური რეაბილიტაცია უტარდება, ეს მთავრობის მხარდაჭერით, თქვენი და ჩვენი თავდაუზოგავი შრომის შედეგია. გზის რეაბილიტაცია ორ-სამ წელიწადში ყველა სოფელში მოხდება“, - აღნიშნა მერობის კანდიდატმა.

ნიკოლოზ თოფურიძის განცხადებით, სახელმწიფომ იცის, თუ რა სჭირდება ხალხს.

„დარწმუნებული ვარ, ყველა ხედავთ, რაც ხდება ქვეყანაში. მალე დაიწყება ძირულა-ჩუმათელეთის გზის 50 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა, აქ დასაქმდებიან ადგილობრივები და მეტი შემოსავალი გაუჩნდება ხალხს“, - განაცხადა ნიკოლოზ თოფურიძემ.

ზვარელები სოფელში არსებული მინერალური წყლის რეალიზაციის აღდგენას ითხოვენ. მერობის კანდიდატის განმარტებით კი, სახელმწიფო მუშაობს იმაზე, რომ გასხვისებული ლიცენზია დაიბრუნოს და ზვარეში დაპატენტებული ბუნებრივი მინერალური წყლის რეალიზაცია აღდგეს.

„მჯერა, სწორ არჩევანს გააკეთებთ და ეს ერთადერთი არჩევანი იქნება, რომელიც ხარაგაულს ახალ შესაძლებლობებს, ახალ პერსპექტივებს გაუჩენს და ახალ სიცოცხლეს შესძენს მას“, - მიმართა ამომრჩეველს ნიკოლოზ თოფურიძემ.

R


ნანახია: 269-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პარტია 'ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს' ხარაგაულის მერობის კანდიდატი ნიკოლოზ თოფურიძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში,
ხარაგაულის მერობის კანდიდატი ნიკოლოზ თოფურიძე და დაბის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პაატა გოგოლაძე, საარჩევნო კამპანიის
მერობის კანდიდატმა იმ შეღავათებზე ისაუბრა, რითაც მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფლის მოსახლეობა სარგებლობს.
ნიკოლოზ თოფურიძემ ამომრჩეველს საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი პავლე კიკალიშვილი წარუდგინა.
ხარაგაულის მერობის კანდიდატის განმარტებით, გამარჯვების შემთხვევაში, აუცილებლად იმუშავებს იმისთვის, რომ 2018 წელს ბჟინევის გზის
ხარაგაულის მერობის კანდიდატი 'ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან' ნიკოლოზ თოფურიძე იქნება.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩატარებული კვლევის ამსახველი ფოტომასალა.
მიზეზი, რის გამოც 21 ოქტომბერს ჩანიშნულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა და გამარჯვებისთვის ბრძოლა გადაწყვიტა, ქუთაისს და მის მომავალს
კონცერტში მონაწილეობას ქართული ესტრადის ვარსკვლავები მიიღებენ.

ამინდი