Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ძნელაძის ქუჩაზე გადათხრილი გზის გამო, მოსახლეობა სახლებში ვერ შედის. 'ოცნება' ეუბნება, თუ გავიმარჯვებთ, დაგიგებთ გზასო"

თარიღი : 12-10-2017, 10:37 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
ქუთაისში, გორას დასახლებაში, ძნელაძის ქუჩაზე მაცხოვრებლები გადათხრილი ქუჩის შეკეთებას ითხოვენ.

როგორც მოსახლეობა ამბობს, ქუჩა ორი კვირის წინ გადაითხარა და სამუშაოები შეჩერდა. ადგილობრივებისათვის ქუჩის გადათხრის მიზეზები უცნობია.

ძნელაძის ქუჩაზე მაცხოვრებლებს პლატფორმა "ახალი საქართველოს" წარმომადგენელი გიორგი მარდალეიშვილი შეხვდა.

"ეს არის "ქართული ოცნების" სახე. ძნელაძის ქუჩაზე მოსახლეობა სახლში ვერ შედის, ქუჩაზე საშინელი მდგომარეობა არის. "ქართული ოცნება" მოსახლეობას ეუბნება, არჩევნების შემდეგ გაგიკეთებთ, თუ მოგვცემთ ხმასო. დაახლოებით ორი კვირაა, რაც ქუჩა ასეა გადათხრილი. ეს ქუჩა რომ გადათხარეს, მერე გაიგეს, თურმე თანხა არ ყოფილა გამოყოფილი. როგორც მოსახლეობა ამბობს, ადამიანიც კი გარდაიცვალა, რადგან სასწრაფო პაციენტამდე ვერ მივიდა,"- ამბობს გიორგი მარდალეიშვილი.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ ქუჩაზე წყლის მილების დატესტვას ელოდებოდნენ, რის შემდეგაც, კარგი ამინდის შემთხვევაში ასფალტის საფარის მოწესრიგება მოხდება.


ნანახია: 932-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, გორას დასახლებაში, ძმელაძის ქუჩა ორ კვირაზე მეტია გადათხრილ მდგომარეობაშია
ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მაცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
მოსახლეობა განმარტავს, რომ აღნიშნულ ქუჩაზე გზის საფარი მოწესრიგებას საჭიროებს, თუმცა საკითხს ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან
ქუთაისში, გაპონოვის ქუჩაზე მაცხოვრებლები უხარისხოდხოდ შესრულებულ სამუშაოებზე საუბრობენ და გადათხრილი გზის გამო დახმარებას ითხოვენ.
3 წლის წინ ადგილზე წყალგაყვანილობის მილები შეიცვალა, რისთვისაც ქუჩა მთლიანად გადაითხარა. ადგილობრივები იმასაც ამბობენ, რომ
ქუთაისში, დადიანის ქუჩაზე მაცხოვრებლები გადათხრილი გზისა და დაზიანებული წყლის მილების მიზეზით, სასმელი წყლის გარეშე რჩებიან.
აღნიშნული დაავადებით სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია.

ამინდი