Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვინ ტოვებს კიდევ „პატრიოტთა ალიანსს “და სად არის გოჩა თევდორაძე?!“

თარიღი : 26-12-2013, 13:25 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საკრებულოს სხდომა, რომელიც 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას შეეხებოდა, კულუარებში საკმაოდ ხმაურიანად გაგრძელდა.
წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის დამტკიცებას „პატრიოტების“ 7-კაციანი ფრაქციიდან ყველასგან მოულოდნელად ორმა დეპუტატმა, კახა ნემსიწვერიძემ და ტატო მესხმა მხარი არ დაუჭირეს.
ფინანსური დოკუმენტის კენჭისყრის მომენტში საკრებულოს სხდომათა დარბაზი დატოვა „ნაცმოძრაობის“ დეპუტატმა გია გოქაძემ, ხოლო ფრაქცია „მაჟორიტარების“ წარმომადგენელი მერაბ ბარათაშვილი სხდომაზე საერთოდ არ გამოცხადებულა.

საკრებულოსა და მერიის კულუარებში ახალ ვერსიაზე დაიწყეს აქტიური საუბარი. არსებული ინფორმაციის თანახმად, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ქუთაისური ფრთა რღვევას აგრძელებს, რის გამოც შესაძლებელია, გოჩა თევდორაძის მხარდამჭერთა რიცხვი საგრძნობლად შემცირდეს.

გაურკვეველ პოზიციაში რჩებიან სააკაშვილის გუნდის წევრები, რომელთა შესახებაც Topnews.com.ge-ს შემდეგ ინფორმაციას აწვდიან: „ნაციონალები“ როგორც შოთა მურღულიასთან, ისე ზაზა მეფარიშვილთან გარიგებაზე წავლენ, რაც შეიძლება წლის პოლიტიკური სკანდალიც გახდეს ქუთაისურ პოლიტიკაში!“


ნანახია: 2422-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მერიის კულუარებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქუთაისურ პოლიტიკას მალე „პატრიოტთა ალიანსის“ შემდეგი წევრები: ქუთაისის მერიის
ტატო მესხის თქმით, 6 კაციანი ფრაქცია დაიშლება და ორ ფრაქცია შეიქმნებიან.
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოჩა თევდორაძე და ქუთაისის საკრებულოს ამავე სახელწოდების
პარტია“საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ იმერეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ გოჩა თევდორაძემ ბრიფინგი გამართა.
როგორც დეპუტატებმა, მერაბ მეშველიანმა, ირინა ივანეიშვილმა, გიორგი შავგულიძემ, ლევან კირკიტაძემ და სერგო ლექვინაძემ დღევანდელ
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ იმერეთის ორგანიზაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა გოჩა თევდორაძემ ქუთაისი დატოვა. ამის შესახებ

ამინდი