ქუთაისში სახალხო დღესასწაული-'ზასტაველობა' გაიმართება
თარიღი : 11-10-2017, 09:26 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში ქალაქის ერთ-ერთი უბნის, "ზასტავის" დღესასწაული-"ზასტაველობა-კარიბჭობა" გაიმართება. დღესასწაულის აღნიშვნის ინიციატორი ქუთაისის საკრებულოს წევრი და უბნის მაჟორიტარი ნატო ქათამაძეა.
"11 ოქტომბერს, საღამოს 5 საათზე, ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, "ზასტაველობა-კარიბჭობის" სახალხო დღესასწაულზე გეპატიჟებით ყველას, განურჩევლად პარტიულობისა, ვისაც გიყვართ ჩვენი ქალაქი, ჩვენი უბანი "ზასტავა". გავიხსენებთ ჩვენი უბნის დიდ ტრადიციას და როგორც 2015 წელს, დასახელდებიან საპატიო ზასტაველებიც, რომლებმაც თავიანთი განვლილი ცხოვრებით ნამდვილად ასახელეს ჩვენი ქალაქი, ჩვენი უბანი.
ღონისძიების ფარგლებში მოხდება ჩემი, როგორც საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის ჩაბარება საზოგადოებასთან.
ღონისძიებაზე მოწვეული არიან "გამარჯვების" ოლქში ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ დასახელებული საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები. აქვე განვმარტავ, მე ამჟამად კენჭს არ ვიყრი და ეს არ იქნება პოლიტიკურად ანგაჟირებული ღონისძიება," - ამბობს ნატო ქათამაძე.