Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ავარიები ხდება, ავტომანქანები იმტვრევა,'- ასათიანის ქუჩაზე გზის საფარის მოწესრიგებას ითხოვენ

თარიღი : 10-10-2017, 10:19 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ასათიანის ქუჩაზე ჩატარებული წყლის სისტემისა და გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ, გზის ნაწილი მოუწესრიგებელი დარჩა. ქუჩაზე მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ორი წელიწადია, რაც გზაზე სამუშაოები მიმდინარეობს. ისინი სამუშაოების გაჭიანურებით შექმნილ პრობლემებზე საუბრობენ და ადგილობრივ ხელისუფლებას რეაირებისაკენ მოუწოდებენ.

"წვიმაში გარეთ ვერ გამოვდივართ და წყალი სახლში შემოგვდის. მზეში კიდევ მტვერი გვახრჩობს. ესეც რომ არ იყოს, ავტომანქანები იმტვრევა. გზა ვიწროა, მძღოლები ვერც გვერდს უვლიან ერთმანეთს, არც გზას უთმობენ და ასე ხდება ავარიები. ეს გზა აქამდე გაკეთებული არ უნდა იყოს?,'- ამბობს ასათიანის ქუჩის მკვიდრი ჯუმბერ ჭულუხაძე.

ასათიანის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს ქუთაისის მერიის ააიპ "სპეციალური სერვისები" კურირებს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ქუჩაზე სანიაღვრე არხის მოსაწესრიგებლად სამუშაოები უკვე მიმდინარეობს და სავარაუდოდ რამდენიმე დღეში გზის საფარიც დაიგება.


ნანახია: 995-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ადგილობრივები მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას აპროტესტებენ.
განცხადებას ამის შესახებ ქუთაისის მერიის ააიპ 'სპეციალური სერვისები' ავრცელებს.
ქუთაისში, ასათიანის ქუჩაზე, ღვარსადენის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
ქუთაისის მერია არასამთავრობო ორგანიზაცია 'ევროპა ჩვენი სახლია'-ს დამფუძნებლის, თორნიკე ბარათაშვილის მიერ ასათიანის ქუჩაზე,
ამგვარი მდგომარეობა ქუთაისში, ლადო ასათიანისა და ჭავჭავაძის გამზირის კვეთაზე გვხვდება.
ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ,ლადო ასათიანის ქუჩაზე დასრულებული და მიმდინარე გზის საფარის სამუშაოების მონიტორინგი განახორციელა.

ამინდი