ქუთაისში ელექტრონული ბიბლიოთეკები განთავსდა

ქუთაისში, ქალაქის მასშტაბით ფუნქციონირებას უფასო ელექტრონულმა ბიბლიოთეკებმა დაიწყო. ელექტრონული ბიბლიოთეკების სტენდები ქუთაისის მასშტაბით, 25 ქუჩაზე და 10 სკვერში გაიხსნა. მისი საშუალებით ნებისმიერ ქუთაისელს თუ ქალაქის სტუმარს 150-მდე ელექტრონული წიგნის საჩუქრად მიღება შეეძლება.
„ქალაქი-ბიბლიოთეკა“ სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობას აძლევს ქალაქში სხვადასხვა ადგილას განთავსებული ელექტრონული ბიბლიოთეკებიდან უფასოდ ჩამოტვირთოს „საბას“ ელექტრონული და ხმოვანი წიგნები თავის სმარტფონში და საჩუქრად მიიღოს მრავალფეროვანი პირადი ბიბლიოთეკა. დღეს წიგნის რამდენიმე ვარიანტი საკუთარ ტელეფონში ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ გადმოწერა.
ქუთაისში, მწერლების სახელობის ქუჩებზე და რეკრეაციულ ზონებში - პარკებში, სკვერებში უკვე განთავსებულია მრავალფეროვანი ელექტრონული ბიბლიოთეკები. ამ სტენდებიდან ელექტრონული წიგნების უფასოდ ჩამოტვირთვა შესაძლებელია მათზე დაბეჭდილი QR კოდის საშუალებით. ამისათვის საჭიროა, გადმოწეროთ უფასო აპლიკაცია Saba Reader. სასურველი წიგნი 1 წამში თქვენს პირად ელექტრონულ ბიბლიოთეკაში განთავსდება და მის წაკითხვას ინტერნეტის გარეშე შეძლებთ.
„ქალაქი - ბიბლიოთეკა“ ქუთაისის ერთგვარი ლიტერატურული გზამკვლევი გახდება, რომელიც ქალაქს „ღია ცის ქვეშ ბიბლიოთეკად“ აქცევს.
„ქალაქი - ბიბლიოთეკა“ ელექტრონული წიგნების სახლი „საბას“ პროექტია, რომელიც პრეზიდენტის ფონდის ხელშეწყობითა და ქუთაისის მერიის ფინანსური უზრუნველყოფით ხორციელდება.